sabagiro_alt_skiმთის კურორტების საბაგიროები
sabagiro_alt_skiმთის კურორტების საბაგიროები

მთის კურორტების საბაგიროები

გაყიდვა მალე დაიწყება

ორგანიზატორი: მთის კურორტების სააგენტო

აღწერა

შეუკვეთე და შეავსე სამთო კურორტების მულტიქარდის ბალანსი ყოველ ჯერზე მარტივად.

 

საბაგიროზე შესვლისას აუცილებელია თან იქონიო მულტიქარდი.

 

ელექტრონული ბილეთით ან QR კოდით საბაგიროთი სარგებლობას ვერ შეძლებ.

 

 
კურორტებზე ღიაა შემდეგი საბაგიროები:

  • გუდაურში: 
    პირველი, სოლიკო, გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო
    (საბაგიროები მუშაობს ყოველდღე 09:00-დან 16:00 საათამდე)

 

  • ბაკურიანში: 
    კოხტას სასრიალო არეალზე - კოხტა პლატო
    დიდველის არეალზე - ნოდო, დეკა, ჰალფ პაიპი, სკი კროსი
    (საბაგიროები მუშაობს ყოველდღე 10:00-დან 17:00 საათამდე)
     
  • მესტიაში: 
    ჰაწვალის სასრიალო არეალზე - ჰაწვალი და ზურულდი
    თეთნულდის არეალზე - ჩვაბიანი,ჯუმბერ კახიანი, გოჯი ზურებიანი,ბორის კახიანი
    (საბაგიროები მუშაობს ყოველდღე 10:00-დან 16:00 საათამდე)
     
  • გოდერძიზე:
    ჭანჭახი,ზანკა, მოძრავი ხალიჩა
    (საბაგიროები მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 16:00 საათამდე. შაბათ-კვირას 10:00-დან 17:00 საათამდე)
     

  
ბარათის ტიპები:


„მულტიფასი“– ერთჯერადი ჩატვირთვადი ქაღალდის ბარათი; 


 
„მულტიქარდი“– 5 ლარიანი მრავალჯერადი/ჩატვირთვადი ბარათი;


 
„7 დღე სეზონზე”, „10 დღე სეზონზე“ და სეზონური „მულტიქარდი“ არის პერსონალური და დაუშვებელია მისი სხვისთვის გადაცემა. აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში აბონემენტი დაექვემდებარება ჩამორთმევას ან დაბლოკვას;


 
„7 დღე სეზონზე” „10 დღე სეზონზე“ და სეზონური სახეობის ე.წ. მულტისკი აბონემენტების გამოყენება შესაძლებელია სეზონის განმავლობაში ყველა კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) ნებისმიერი 7 ან 10 დღის განმავლობაში, სეზონურის - სრული ზამთრის სეზონის განმავლობაში.

 

 

 * ბავშვთა ასაკი განისაზღვრება 6-12 წლის ჩათვლით. მგზავრობა ნებისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ბავშვისთვის უფასოა

 


* მოზარდის ასაკი განისაზღვრება 13-18 წლის ჩათვლით. 

 

წესები და პირობები:
 
 

  • საბაგიროზე შესვლისას აუცილებელია თან იქონიოთ მულტიქარდი. ელექტრონული ბილეთით ან QR კოდით საბაგიროთი სარგებლობას ვერ შეძლებთ;
     
  • სხვისი ბარათით სარგებლობის ან ბარათზე ცრუ ინფორმაციის დატანის შემთხვევაში, ბარათი ექვემდებარება გაუქმებას;
     
  • ბარათის დამზადებას და მიწოდების სერვისს დაჭირდება 1-3 სამუშო დღე. ბარათის მიწოდება ხორციელდება თბილისის ფარგლებში.
     
  • ბარათი მრავალჯერადია, დამზადების დღიდან ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სეზონზე შესაძლებელია ბალანსის შევსება;
     
  • აღნიშნული ფასები და პირობები ძალაშია ზამთრის სეზონის დასრულებამდე;
     
  • შეძენილი აბონემენტის გაუქმება და თანხის დაბრუნება არ ხორციელდება;
     
  • იმ შემთხვევაში, თუკი ონლაინ შეძენილი ბარათი არ ტარდება ტურნიკეტზე, მომხმარებელი შეძლებს სალაროში ბარათის ტექნიკური ხარვეზის გასწორებას მხოლოდ შემდეგი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე:
     

1) მულტიქარდი დატანილი 23-ნიშნა კოდი (აღნიშნული კოდი დატანილია ფიზიკური მულტიქარდი წინა მხარეს);
 

2) კონკრერული აბონემენტის გააქტიურების 12-ნიშნა კოდი (აღნიშნული კოდი მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს იმ ონლაინ გაყიდვის არხისგან, რომლისგანაც მოხდა აბონემენტის შესყიდვა).
 

  • „7 დღე სეზონზე”, „10 დღე სეზონზე“ და სეზონური „მულტიქარდი“ არის პერსონალური და დაუშვებელია მისი სხვისთვის გადაცემა. აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში აბონემენტი დაექვემდებარება ჩამორთმევას ან დაბლოკვას;
     
  • პერსონალური აბონემენტის დაკარგვისას, მისი მესაკუთრე ვალდებულია 24 საათის განმავლობაში განაცხადოს აღნიშნულის შესახებ სალაროში. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება აბონემენტის აღდგენა;
     
  • სტუდენტური აბონემენტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე. სტუნდენტური აბონემენტის შესაძენად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა;
     
  • სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ უნდა წარმოადგინონ ცნობა სასწავლებლიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, აღნიშნული ცნობით უნდა დასტურდებოდეს, რომ აბონემენტის შეძენის მომენტისთვის ის არის შესაბამისი სასწავლებლის მოქმედი სტუდენტი. ასეთ შემთხვევაში სტუნდენტური აბონემენტის ყიდვა ხდება მხოლოდ სალაროში;
     
  • კურორტის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებელი მიზეზით (მათ შორის უამინდობის, შეზღუდული ხილვადობის, ტექნიკური გაუმართაობის, ელექტროენერგიის გათიშვის)  წარმოქმნილი პრობლემის შემთხვევაში, გაცდენილი დღეების საფასური არ ანაზღაურდება;
     
  • „მულტიქარდი“ - არის მრავალჯერადი გამოყენების ბარათი, რომელზეც შესაძლებელია ნებისმიერი კატეგორიის აბონემენტის ჩატვირთვა/შეძენა. „მულტიქარდი“-ს დაბრუნება შესაძლებელია სურვილისამებრ, კურორტებზე არსებულ სალაროებში. დაბრუნებისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურბელი საბუთის წარდგენა. ასეთ შემთხვევაში ბარათში გადახდილი თანხა (5 ლარი) უკან დაუბრუნდება მომხმარებელს. ბარათი არ უნდა იყოს დაზიანებული;
     
  • ბავშვთა ასაკი განისაზღვრება 6-12 წლის ჩათვლით. მგზავრობა ნებისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ბავშვისთვის უფასოა;
     
  • მოზარდის ასაკი განისაზღვრება 13-18 წლის ჩათვლით. სეზონური მოზარდის კატეგორიის  შესაძენად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/დაბადების მოწმობის წარდგენა;
     
  • აბონემენტის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ წესებს.