“ზიპო” ბაზრობაზე სანთებელებით მოვაჭრე ახალგაზრდა ქალის მეტსახელია. იგი მხიარული, ენერგიული, უკეთესი მომავლის იმედით სავსე ადამიანია, რომელიც სოციალური და ეკონომიკური დაუცველობის მიუხედავად, არ ურიგდება ბედისწერას, მაინც იბრძვის, ეძებს ნუგეშს, მეგობრობასა და სიყვარულს.
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული მონოსპექტაკლი მთელ სივრცეს უთმობს “უხილავ ადამიანს” თანამედროვე საქართველოდან, ვისი ძახილიც ხშირად არ გვესმის, ვინც ჩვენს გვერდითაა, მაგრამ ვერ ვხედავთ ხოლმე...
ასაკობრივი შეზღუდვა 18+