მთავარ როლებში: ბაია დვალიშვილი,ქეთა შათირიშვილი,პაატა ინაური,სანდრო სამხარაძე,ნიკლოზ ბაქრაძე
ახალგაზრდა კაცი დედასთან და საყვარელ ძაღლთან ერთად პატარა, მშვიდ სოფელში ცხოვრობს. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ძაღლი სახლიდან გაიქცევა და აღარ დაბრუნდება. მსგავსი არაფერი აქამდე არ მომხდარა. იუნ ფოსეს მწარე ირონიით სავსე დრამა ადამიანური ურთიერთობების უცნაურ გზებზე გვატარებს, სადაც ერთმანეთისგან გაუცხოებული ოჯახის წევრები ერთმანეთს ახლიდან გაიცნობენ...
სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ, იბსენის შემდეგ ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი დრამატურგის, იუნ ფოსეს პირველ დადგმას საქართველოში. იუნ ფოსე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ინსცენირებული ავტორია ევროპულ სცენაზე. მისი პიესები, რომანები, პოეზია, ესეები და საბავშვო წიგნები ორმოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. იგი 2010 წელს პრესტიჟული „იბსენის საერთაშორისო პრემიის“ მფლობელი გახდა.
დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება.
+12