Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

მედეა s01e06 • სამეფო უბნის თეატრი

Hall B
ჟანრი: დრამა
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 90
პრემიერა: 10-04-2022
რეჟისორი: პაატა ციკოლია
ავტორი: პაატა ციკოლია
მხატვარი: ირა შენგელია
კომპოზიტორი: თამარ ფუტკარაძე
ქორეოგრაფი: ნათია ჩიკვაიძე
მთ. როლში: გია ბურჯანაძე, ეკა დემეტრაძე, სანდრო სამხარაძე
როლში: ნინი გოგიჩაიშვილი, სოფო ნაჭყებია, დარია სედოვა, ქსენია სემიონოვა, მარია შალაგინა, ნათია ჩიკვაიძე, თეონა წიწაკიშვილი
მედეა არ არის ვნებით დაბრმავებული ქალწული, რომელიც იასონის სიყვარულის ტყვეობაში მოექცა. არც სიყვარულის გამო ეხმარება ბერძნებს ოქროს საწმისის გატაცებაში. მედეა კოლხეთის უფლისწულია, მამასთან და ძმასთან დაპირისპირებული კოლხეთის ტახტის მემკვიდრე, რომელსაც მეფის, მისი ოჯახის და კოლხეთის სამეფოს მიმართ ანგარიშსწორების სურვილი ამოძრავებს. მისი ამოცანა იასონის ცოლობა კი არა, კოლხეთის, მამის ოჯახის და კოლხური კულტურის დამხობაა. პაატა ციკოლიას ახალი ვერსია მედეას მითის სრულიად მოულოდნელ გააზრებას გვთავაზობს და რაღაც ისეთს იკვლევს, რისთვისაც თვალის გასწორება მტკივნეულია. მედეა ჯერ კიდევ სამშობლოშია და კოლხეთის სისხლით მორწყული სანაპიროა ის ნიადაგი, რომელზეც ეს მითიური ფიგურა ამოიზარდა. ყველაფერი აქედან დაიწყო. 2021 წელს პიესამ მოიპოვა ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო დრამატურგიის ნომინაციაში.
თარიღი
პარასკევი, 27 მაისი
20:00
10 ₾-დან
შაბათი, 28 მაისი
20:00
10 ₾-დან

მსგავსი ღონისძიებები