ყველა ბილეთი გაყიდულია
LIBERTÉ
[Trigger Warning]
დათა თავაძის სპექტაკლი
ისინი დიდხანს გააგრძელებენ ჩვენამდე დაწყებულ ლაპარაკს, ჩვენს მერეც გააგრძელებენ და, იქნებ, მას მერეც, რაც ენებს დააჭრიან. მეტყველების ქურუმები - მთხრობელები სულ სხვა დროებიდან, - დროის დაკარგვის შიშის გარეშე, თითქმის უშიშრად; წამიერი მღელვარების ფონზე - მოკლე გათავებისას, ან სულაც გაუთავებლად, - რომელიმე მშვიდობიანი დემონსტრაციის სისხლიანი დარბევის პარალელურად, - ისტორიის სახსრებიდან წამიერად ამოვარდნის დროს, დროსთან ყველანაირი კავშირის გარეშე, სრულიად უდროოდ. როცა მოქმედების ვადა ამოეწურებათ, იტყვიან, “რევოლუცია”, მოიფიქრებენ მოქმედების ადგილს - ბასტილიის ციხეში, ზამთრის სასახლეში, თბილისში, თუ თაჰრირის გადავსებულ მოედანზე. 1789? 1917? 1989? 2011?
რა მნიშვნელობა აქვს...
მონაწილეობენ: ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სანდრო სამხარაძე, გაგა შიშინაშვილი
სცენოგრაფი: ქეთი ნადიბაიძე
კოსტიუმები: სიმონ მაჩაბელი
გრიმი: ანუკა მურვანიძე, მარიკო მაისურაძე
კომპოზიტორი: ნიკა ფასური
გრაფიკა: ივა ქიმერიძე
⚠️ გამაფრთხილებელი შეტყობინება:
18+ სპექტაკლზე არ დაიშვებიან 18 წლამდე პირები!!!
სპექტაკლში გამოყენებულია: ხმამაღალი შეძახილები / თამამი ლექსიკა / "ბიოლოგიური სქესისთვის შეუფერებელი ქმედებები" / მოულოდნელი ძლიერი სინათლე / სიგარეტის კვამლი / სასცენო კვამლი მოულოდნელი ძლიერი ხმაური / მსახიობები / სასცენო განათება / თანამედროვე მუსიკა /