Ajax Loader
Geo

წითელქუდა • თოჯინების თეატრი

თოჯინების თეატრი
ჟანრი: საბავშვო
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 60
რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი
ავტორი: შარლ პერო
მთ. როლში:
როლში:

ყურადღება! სულ ახალი, სენსაციური ამბავი – ქუდების საერთაშორისო ფესტივალზე, ბებიას მოქსოვილი წითელი ქუდის წყალობით, გაიმარჯვა წითელქუდამ! ეს ახალი, უცნაური ზღაპარია – მეტად თავაზიან მგელს ტყეში გზააბნეული წითელქუდა საკუთარი მანქანით მიჰყავს ბებიას სახლამდე, გზა კი იმდენად გრძელია, რომ მგზავრობისას წელიწადის ოთხივე დრო ჩაგვიქროლებს თვალწინ… წითელქუდას ბებია სულაც არ არის ისეთი უმწეო, როგორიც ჩვენ იმ ძველი ნაამბობიდან გვახსოვს – ის მგელს ათასგვარ წინააღმდეგობას უქმნის, უამრავ თავსატეხს უჩენს და, ბოლოს, თავად მგელი აღმოჩნდება ბებიას ტყვე. ეს ძალიან მხიარული, სულ ახალი, საინტერესო რაკურსიდან დანახული წითელქუდას ამბავია – სახალისო თვგადასავალი, მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით, ეფექტებითა და დეკორაციით, სადაც თოჯინები ტელე–წამყვანებად გვევლინებიან.

მაყურებლის ასაკი – 4 წლიდან ზემოთ.

მისამართი: მერაბ კოსტავას #59, აბრეშუმის თეატრის შენობა

თარიღი
ფასები
კვირა, 22 ოქტომბერი
12:00
7 ₾