თოჯინების თეატრის პირველი სპექტაკლი, რომელიც შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი! საქართველოს ისტორია – მრავალი გადატანილი ომის, მტერთან თავდაუზოგავი ბრძოლის ისტორია... მოუსვენარი ცხოვრება ქვეყნისა, რომელსაც ძიძგნიდნენ, ჭამდნენ, მაგრამ მაინც მუდამ გაისმოდა ჩვენი – ქართველების სიმღერისა და ცეკვის ხმა! დიახ, ყველგან და ყოველთვის ისმოდა ეს ხმა – შრომის, მოსვენების, გაჭირვებისა თუ ლხინის დროს! და მერე ვინმე, უცხო ქვეყნიდან მოსული, მხრებს აიჩეჩავდა და იტყოდა – ეს ქართველები რა უცნაური ხალხია – სულ ომი აქვთ და რა აცეკვებთ, ან რა ამღერებთო... ჩვენ გიამბობთ საქართველოს ისტორიას, გიამბობთ სიმღერით, ცეკვითა და ბრძოლით! გიამბობთ სევდანარევი სიყვარულით... ეს იქნება ჩვენი ხელებით ნაამბობი საქართველოს ისტორია – ხელებით, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ!
რეკომენდებულია 12 წლიდან!