Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ნისლი • თოჯინების თეატრი

თოჯინების თეატრი// აღმაშენებლის 136
ხანგრძლივობა: 35

,ნისლი“ - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ სერგეი კოზლოვის ორი ზღაპრის - (,,ზღარბი ნისლში“ - ,,მე რომ არ ვყოფილიყავი“) საფუძველზე განახორციელა. ინსცენირების ავტორიც თავად რეჟისორია, რომელიც ლიტერატურულ პირველწყაროსთან მიმართებაში არ მოერიდა აქტიურ ფამილარულ ჩარევებს და ცნობილი ზრაპრების ორიგინალური სცენური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. მოქმედება ორი მეგობრის, ზღარბისა და დათუნიას ირგვლივ ვითარდება. მეგობრები ღამე ვარსკვლავებს ითვლიან თუმცა საბოლოოდ რაოდენობაზე ვერ შეთანმდებიან და ერთმანეთს გაებუტებიან. ნისლიან ღამეში ზღარბი დაიკარგება და უღრან ტყეში სრულიად მარტო ცდილობს თავი დააღწიოს უამრავ ფათერაკს. გზის გაგანებაში შეშინებულ ზღარბს უღრანი ტყის ბინადარნი - ციცინათელები და ლოკოკინები ეხმარებიან. დასასრულს ზღარბი თავს დააღწევს უღრან ტყეს და მეგობარ დათუნიასთან ბრუნდება. წარმოდგენა ორიგინალური მხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა და მეგობრობის, სიკეთის, ჰუმანიზმის მაღალზნეობრივ იდეალებს გამოხატავს. რეჟისორის კონცეფციას ორიგანულად ერწყმის სპექტაკლის მრავალფეროვანი მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, რომელიც ერთიანად საინტერესოა, როგორც პატარა, ისე უფროსი თაობის მაყურებელთათვის.-6 წლიდან

რეჟისორი: ნინო მაღლაკელიძე

 

 

თარიღი
კვირა, 11 დეკემბერი
12:00
12 GEL

მსგავსი ღონისძიებები

იავნანამ რა ჰქმნა?!
თოჯინების თეატრი// აღმაშენებლის 136
დედა ენა
თოჯინების თეატრი// აღმაშენებლის 136
ნაცარქექია
თოჯინების თეატრი// აღმაშენებლის 136
ჟირაფი ჟოზე
თოჯინების თეატრი// აღმაშენებლის 136
ნისლი
თოჯინების თეატრი// აღმაშენებლის 136
ბატის ჭუკი
თოჯინების თეატრი// აღმაშენებლის 136