იავნანამ რა ჰქმნა?! • თოჯინების თეატრი
თოჯინების თეატრი// აღმაშენებლის 136
ჟანრი: საბავშვო
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 50
რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი
ავტორი: იაკობ გოგებაშვილი
მხატვარი: ვახტანგ ქორიძე
მთ. როლში: –
როლში: –
„იავნანამ რა ჰქმნა?!“ – თოჯინური სპექტაკლი, დაფუძნებული ქართველი მწერლის – იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაზე. ქართული ოჯახი – დედა, მამა და ერთადერთი ქალიშვილი – ქეთო.... ქეთოს უზრუნველი, ბედნიერი ბავშვობა მთავრდება მაშინ, როდესაც ორი ლეკი მას მშობლიურ სახლს მოაშორებს და დაღესტანში, ერთ კეთილ, უშვილო ოჯახს მიჰყიდის... ქართულ მუსიკალურ მოტივებზე აგებული წარმოდგენა, ქართველი ქალის საოცარი გარდასახვა ლეკ ქალად და ქართული სიმღერის – იავნანას გასაოცარი ძალა, რომელიც ქეთოს დავიწყებულ ბავშვობას აღვიძებს... სპექტაკლის მთავარი პერსონაჟია მოთხრობის ავტორი – იაკობ გოგებაშვილი, რომელიც ამბავს თავად უამბობს მაყურებელს.
სპექტაკლი განკუთვნილია 4 წლიდან ზემოთ ასაკის მაყურებლისთვის.
ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
- ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
ბათუმი
- მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)