შეძენილი ბილეთით იღებთ SPHERO-ში ერთჯერადი დასწრების უფლებას შეძენის მომენტიდან 10 დღის განმავლობაში.
SPHERO გუმბათოვანი ეკრანია, რომელიც 360 გრადუსიანი აუდიო-ვიზუალური წარმოდგენებით სამყაროს შესახებ გიამბობთ. ეს არის გართობისა და შემეცნების გზა, რომელიც იმერსიულია - მთლიანად მოიცავს სივრცეს და მაყურებელს შთამბეჭდავი გამოსახულებების ნაწილად აქცევს.
SPHERO-ს სივრცე თემატურად ყველა ასაკის დამთვალიერებელზეა გათვლილი. სახალისო და საინტერესო სანახაობა არის როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. აქ მიღებული თითოეული შთაბეჭდილება გიბიძგებთ, რომ უკან დაბრუნდეთ და თავიდან გახდეთ ხელოვნების ნაწილი.
სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 12:00-19:00 საათებში