Ajax Loader
Geo

OZONE Fest TRANSFER

სპეციალური შეთავაზება ახალ მუსიკალურ ფესტივალზე - Kobuleti Ozone Fest 2018, რომელიც წელს პირველად, 25 აგვისტოს, ქობულეთის ფიჭვნარში, ღია ცის ქვეშ, ზღვის პირას ჩატარდება. შეიძინეთ ბილეთი + ტრანსპორტირება ავტობუსით სტუდენტური ფასდაკლებით მხოლოდ 60 ლარად.

შეთავაზებაზე 15 ლარიანი* ფასდაკლების მისაღებად ღონისძიების გვერდზე დაჭირეთ ბილეთებს, ამოირჩიეთ ბილეთი + ტრანსფერი და გადახდის გვერდზე ვაუჩერის ველში მიუთითეთ SMS-ით მიღებული კოდი.

ფესტივალის ბილეთი + მგზავრობა, ფასი 60 ₾:

  • თბილისი-ქობულეთი 25 აგვისტო 09:00
  • ქობულეთი-თბილისი 26 აგვისტო 14:00

თბილისიდან ქობულეთისკენ ავოტბუსები გავა ორთაჭალის ავტოსადგურის მოპირდაპირე მხრიდან. მისამართი: გულიას ქ. 1, თბილისი.

ქობულეთიდან თბილისისკენ ავტობუსები გავა ფესტივალის პარკინგიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავტობუსები გავა აღნიშნულ დროებში და ადგილების დასაკავებლად 1 საათით ადრე მობრძანდით შესაბამის მისამართებზე.

ფასდაკლების გამოყენება შესაძლებელი იქნება 20 აგვისტოს ჩათვლით (23:59).

Lineup:

DDT / Soft Eject / Green Room / მარტივი გამოსავალი (გამოუვალი მდგომარეობა) / Nemra / Asea Sool / Sevda / Vako T

პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები: აჭარის განათლების და კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ქობულეთის მერია, ქობულეთის საკრებულო, მაგთიკომი, ვაკე, DHL, Castello Mare Hotel & Wellness Resort