Ajax Loader
Geo
x
ბილეთების ყიდვა უფრო მოსახერხებელია აპლიკაციით
მენიუ

UNMEMORY • ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის

ღია სივრცე/ ისანი, გაბრიელ სალოსის 1 შესახვევი #2
ხანგრძლივობა: 105

ღია სივრცის თეატრალური სეზონი დავით ხორბალაძის ახალი სპექტაკლით, UNMEMORY, იხსნება. წარმოდგენა მეხსიერების უწყვეტ გარდაქმნაზეა. დროთა განმავლობაში მეხსიერება იშლება და საბოლოოდ, მოვლენები და ფაქტები იმდენად ზიანდება, რომ, ფაქტობრივად, მათგან ხელჩასაჭიდი არაფერი რჩება.

მუდმივი მხოლოდ ცვლილებაა.

საინტერესოა, რამდენად ეგუება ადამიანის წარმავალი სხეული ცვალებადობას. წარმოდგენის მთავარი სამიზნე მაყურებლის მეხსიერებაა, რომელზეც სპექტაკლი მუსიკის საშუალებით მანიპულირებს. მუსიკა, რომელიც დაუსრულებლობის შეგრძნებას ნერგავს, UNMEMORY-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ხმებით, ალუზიური და ასოციაციებით სავსე ვიზუალური თხრობით, ჯგუფი შეეცდება შექმნას სამყაროს მოდელი, რომელიც სტატიკურ წარსულს თავს აღწევს და თავგანწირვით ცდილობს მომავლის ფლუიდურობას შეუერთდეს.

დეტალური მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის 1 შესახვევი #2  (შესახვევი მდებარეობს ბერი გაბრიელ სალოსის 54 ნომერთან)

FB: https://www.facebook.com/osoea 


Open Space theater season opens with a new play by Davit Khorbaladze, UNMEMORY. The play is about the continuous transformation of memory. Over time, memory fades, and eventually, events and facts become so damaged that nothing is left of them. Chane is the only constant. Interesting how much the human body adapts to variability.

The main target of the performance is the audiences' memory, which the play manipulates through music. Music that gives you the sense of incompleteness is the most crucial element of UNMEMORY. With a visual narrative full of dementia music, allusions, and associations, the group seeks to create a model of a damaged and transformable world that escapes the static past and selflessly strives to join the fluidity of the future.

FB: https://www.facebook.com/osoea
თარიღი
ხუთშაბათი, 16 დეკემბერი
20:00
20 ₾
პარასკევი, 17 დეკემბერი
19:00
20 ₾
შაბათი, 18 დეკემბერი
19:00
20 ₾
კვირა, 19 დეკემბერი
19:00
20 ₾

მსგავსი ღონისძიებები

UNMEMORY
ღია სივრცე/ ისანი, გაბრიელ სალოსის 1 შესახვევი #2