Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

შინ, ნულისკენ • ღია სივრცე

ღია სივრცე/ ისანი, გაბრიელ სალოსის 1 შესახვევი #2

შინ, ნულისკენ!


შავი კომედია, სამეცნიერო ფანტასტიკა

დედამიწას საფრთხე აღარ ემუქრება! Პლანეტის გადარჩენის მისიით, ადამიანები მისგან იზოლირდნენ და ცხოვრებას სპეციალურად შექმნილ კაფსულებში აგრძელებენ.

მისიის სხვადასხვა ეტაპზე, მათ მოახერხეს და დედამიწას ყველა ბუნებრივი რესურსი დაუბრუნეს, გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები გადაარჩინეს, გაამრავლეს და შექმნეს ისეთი ახალი სახეობებიც, რომლებსაც ეკოსისტემისთვის მხოლოდ სარგებლობა მოაქვთ.
ბოლო მისია უკანასკნელი პოლიეთილენის საზეიმოდ განადგურებაა. ამის შემდეგ ადამიანებმა მშობლიური პლანეტა უნდა დატოვონ და ახალი სამყაროს აღმოსაჩენად გაემგზავრონ. ზეიმს მოულოდნელი ხარვეზი აფერხებს… მისია საფრთხის წინაშეა!

შეძლებენ ადამიანები მომავლისკენ გაფრენას, თუ ყველა მიღწევა წყალში ჩაიყრება?


ავტორები და მონაწილეები: მანუ თავაძე, ბაია კერესელიძე, თორნიკე ლაზაშვილი, ლაკო მაჭავარიანი, ქეთო ტატიშვილი, ქეთი ჯავახიშვილი

კომპოზიტორი: Gabiskiriamalia

კურატორები: მიხეილ ჩარკვიანი, დავით ხორბალაძე

თარგმანი: ილია ბეჟაშვილი, სერგეი ფადეევი


სპექტაკლი განხორციელდა ღია სივრცის სტუდენტური პლატფორმის სახელოსნოს ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

 


Home, To Zero!

Dark comedy, science fiction.
Earth is no longer in danger! On a mission to save the planet, humans are isolated from it and continue to live in specially designed capsules. At different stages of the mission, they have succeeded in returning all natural resources to the Earth, saving endangered animals and birds, and breeding and creating new species that only benefit the ecosystem.
The final task is the ceremonial destruction of the last of the polyethylene. After that, people must leave their home planet and set out to discover a new world.
However, the celebration is interrupted by an unexpected issue...
The mission is in danger!
Will humans be able to navigate into the future, or will all achievements be lost?

 


Authors and participants: Keti Javakhishvili, Baia Kereselidze, Tornike Lazashvili, Lako Matchavariani, Keto Tatishvili, Manu Tavadze

Composer: Gabiskiriamalia

Curators:  Mikheil Charkviani, Davit Khorbaladze

Translation:  Ilia Bezhashvili, Sergey Fadeev

 


The performance is produced as a part of the Open Space Student Platform workshop, with the financial support of the Swiss Agency for Development and Cooperation

თარიღი
ოთხშაბათი, 24 აპრილი
20:00
25 GEL
ხუთშაბათი, 25 აპრილი
20:00
25 GEL

მსგავსი ღონისძიებები

UNLOVE
ღია სივრცე/ ისანი, გაბრიელ სალოსის 1 შესახვევი #2
ხანძარი
ღია სივრცე,ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი
შინ, ნულისკენ
ღია სივრცე/ ისანი, გაბრიელ სალოსის 1 შესახვევი #2