Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

გამოსვლა • ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი

ღია სივრცე/ ისანი, გაბრიელ სალოსის 1 შესახვევი #2

ღია სივრცე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით წარმოგიდგენთ ახალ სპექტაკლს “Exodus * გამოსვლა”.

რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი

ასისტენტები: გიგა დათიაშვილი, ანა ჯიბლაძე

კომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე

კონცერტმაისტერი: კესა ღაღანიძე

სპექტაკლში მღერიან თეატრ-სტუდია “Et Cetera"-ს მოსწავლეები.

სპექტაკლი “Exodus * გამოსვლა” არის დოკუმენტური წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობენ და საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან სხვადასხვა სფეროს თუ ჯგუფის წარმომადგენლები, განსხვავებული ადამიანები, ერთმანეთისგან განსხვავებული რეალური ისტორიებით. პროექტი 10 სპექტაკლში 100-მდე ადამიანს აერთიანებს. თითოეულ სპექტაკლში მონაწილეობს 10-მდე გამომსვლელი, შესაბამისად, ყოველი სპექტაკლი განსხვავებული ისტორიებისგან შედგება და თითოეული მათგანი უნიკალურია.

სპექტაკლის მიზანია იკვლიოს საზოგადოება და მისი ყოველდღიურობა, როგორც სათეატრო მასალა, დაუთმოს სივრცე მოქალაქეებს და მათ გამოცდილებებზე დაკვირვებით შექმნას აწმყოს ცოცხალი სურათი, დააფიქსიროს და შეინახოს ნამდვილი ამბები, რომლებმაც განაპირობეს ჩვენი უახლესი ისტორია და გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. 9 მაისის ჩვენება ჩატარდება ინგლისური სუბტიტრებით. პროექტის მედია პარტნიორია at.ge.


With the financial support of Swiss Agency for Development and Cooperation, Open Space is releasing a new play “Exodus * გამოსვლა".

Directed by Mikheil Charkviani

Assistants: Giga Datiashvili, Anna Jibladze

Composer: Erekle Getsadze

Piano: Kesa Ghaghanidze Students’ choir from theatre-studio “Et Cetera"

"Exodus * გამოსვლა" is a documentary performance where people of different backgrounds, fields and groups tell their personal stories. The project unites approximately 100 people in 10 performances. Each performance is attended by up to 10 speakers, therefore, each tells different stories and is unique.

The play aims to explore society and its daily life as a theatrical material. The purpose is to devote space to citizens, and by observing their experiences, create a present-day vivid picture, capture and preserve the true stories that have shaped our recent history and the environment in which we live. On May 9, the play will be accompanied by English subtitles. Project media partner - at.ge.

თარიღი
პარასკევი, 20 მაისი
20:00
20 ₾
შაბათი, 21 მაისი
20:00
20 ₾
კვირა, 22 მაისი
20:00
20 ₾

მსგავსი ღონისძიებები

გამოსვლა
ღია სივრცე/ ისანი, გაბრიელ სალოსის 1 შესახვევი #2