Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

NOW Assembly

10-დან 14 ოქტომბრამდე მცხეთაში გაიმართება ჩვენი დროის
ყველაზე უჩვეულო შეხვედრა – ასამბლეა NOW.
ის თავს მოუყრის ისეთ პიროვნებებს, თემებს, იდეებს,
პრობლემების გადაწყვეტის გზებსა და აღმოჩენებს, რომლებიც
უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისა და ზოგადად
კაცობრიობისთვის.

ასამბლეა დაარსდა 2019 წელს დელფოში (საბერძნეთი) და წელს
ეძღვნება ადამიანის ყველაზე იდუმალ და ძლიერ თვისებას,
ერთადერთს, რომელიც ცხოვრებას სრულყოფილად აქცევს -
სიყვარულის უნარს.

ასამბლეის ყველა ღონისძიება – როგორც სენსაციური სამეცნიერო
აღმოჩენების პრეზენტაცია, ისე მუსიკალური პრემიერები –
უნიკალურია და პირველად გაიმართება.
ძირითადი მონაწილეები არიან არა იმდენად გამომსვლელები
რამდენადაც მეგზურები ექსპედიციაში ჭეშმარიტი განძის ძიებაში,
რომლის მონაწილეც ყველა დამსწრე ხდება.

შეგიძლიათ აირჩიოთ მონაწილეობის ერთ-ერთი ვარიანტი:

1. ასამბლეის ღია დღეების სრული პროგრამა - ყველა ღონისძიება 11, 12 და 13 ოქტომბერს;

2. ერთდღიანი პროგრამა - 11, ან 12 ან 13 ოქტომბერი;

3. ერთი კონკრეტული დღის დღის ან საღამოს პროგრამა;

4. VIP მონაწილეობა _ მათ შორის, განთავსება მცხეთის
აკრედიტებულ სასტუმროში 9-დან 15 ოქტომბრამდე (საჭიროების
შემთხვევაში); პირისპირ კომუნიკაცია ძირითად დაინტერესებულ
მხარეებთან; ასამბლეის მთელი პროგრამა, მოსამზადებელი და
დასკვნითი დღეების დახურული ღონისძიებების ჩათვლით (10 და
14 ოქტომბერი).

ასამბლეის ძირითადი სამუშაო ენა - ინგლისური.

მეტი ინფო: www.now-assembly.org