სპექტაკლი ,,ათასერთი ლექსის ათასერთი ღამე“ აგებულია კომპოზიტორ დათო ევგენიძის მუსიკალურ და პოეტურ ნაწარმოებებზე და მის გრაფიკულ ნახატებზე.
ეს წარმოდგენა ერთგვარად ზღვრული თეატრალური ნამუშევარია, რომელიც ერთიან სისტემად უჩვენებს მაყურებელს ბგერის, პლასტიკის, სიტყვის, კინო და თეატრალური ხერხების საშუალებით ადამიანის ცხოვრებას. სიცოცხლე ეგზერსისია, სადაც ერთმანეთს ცვლიან სიყვარულის, ღალატის, სიხარულის, მწუხარების, სიმარტოვის, შიშისა და სიმამაცის განცდები.
სპექტაკლს ცოცხალი შესრულებით აფორმებს დათო ევგენიძის ბენდი.
ვიზუალურ გაფორმებაში გამოყენებულია მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები.
სპექტაკლის ,,ეგზერსისი“ პრემიერა ფრანფურტის წიგნის ბაზრობის კულტურული პროგრამის ფარგლებში Kunstlerhaus Mousontun-ის სცენაზე შედგა.
ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
ბათუმი
გორი
რუსთავი
ქუთაისი
ქობულეთი
ზუგდიდი