Ajax Loader
Geo

შეშლილის წერილები • მუსიკის და დრამის თეატრი

დარბაზი C
ჟანრი: დრამა
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 80
პრემიერა: 09-11-2018
რეჟისორი: დავით დოიაშვილი
ავტორი: ნიკოლაი გოგოლი
მთ. როლში: ამირან ამირანაშვილი

რა არის ჩვენი ცხოვრება? მხოლოდ გაშლილი ველი, სადაც მწუხარებასა და ვაებას დაუსადგურებია. რა არის ქვეყანა? ეს მხოლოდ ბრბოა, რომელიც არაფერს გრძნობს.“

ნიკოლაი გოგოლი

ცხოვრება იმდენად სასტიკი, ულმობელი და გაუსაძლისი გახდა, რომ ადამიანებს ისღა დაგვრჩენია საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტოთ, ჩვენი პარალელური სამყარო შევქმნათ, დავიჯეროთ ის და ვიცხოვროთ მასში. ასეთ ადამიანებს საზოგადოება შეშლილებს უწოდებს.... თქვენ იცით, რომ ესპანეთის მეფე ინკოგნიტოდ მუშაობს ქაღალდების გადამწერად პეტერბურგის დეპარტამენტში? თქვენ იცით, რომ თუ დირექტორის ქალიშვილი შეგიყვარდებათ, შესაძლებელია ცხოველების ენაც გაიგოთ? თქვენ იცით, როგორი პიკანტური ამბების ამოკითხვა შეგიძლიათ ძაღლების მიმოწერაში? თქვენ იცით, რომ მთვარე ჰამბურგშია დამზადებული და თანაც ძალიან უხარისხოდ? თქვენ იცით, რომ როგორც კი დიდი ინკვიზიტორის მოახლოებას გაიგებთ, მაშინვე სკამის ქვეშ უნდა დაიმალოთ? ნიკოლაი გოგოლის „შეშლილის წერილები“ - მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ნაწარმოები. რა არის ეს? უბრალოდ გენიოსის უცნაური ხუმრობა თუ მისივე ყველაზე მნიშვნელოვანი კოდირებული გზავნილი მომავალ თაობებს, მათ შორის, ჩვენც, 21-ე საუკუნის ადამიანებს? ამ კითხვაზე პასუხობენ რეჟისორი დავით დოიაშვილი და მსახიობი ამირან ამირანაშვილი მუსიკისა და დრამის თეატრის ახალ საპექტაკლში „შეშლილის წერილები“.

თარიღი
ფასები
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი
19:00
10 ₾-დან
პარასკევი, 07 დეკემბერი
19:00
10 ₾-დან

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
  • კანდელაკის #3 UniPAY
  • ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
  • წერეთლის #77ა UniPAY
  • მეტრო ნაძალადევთან UniPAY

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
  • 26 მაისის #25 UniPAY

გორი

  • სტალინის #10 UniPAY

რუსთავი

  • მეგობრობის #2 UniPAY

ქუთაისი

  • ჭავჭავაძის #37 UniPAY

ქობულეთი

  • აღმაშენებლის #264 UniPAY

ზუგდიდი

  • გამსახურდიას #8 UniPAY

მსგავსი ღონისძიებები

ეგზერსისი
დარბაზი A
გაყრა
დარბაზი A
მაკბეთი
დარბაზი A
ტარტიუფი
დარბაზი C