მუზეუმის ბილეთები ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი
მუზეუმის ბილეთები ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი

ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი

ორგანიზატორი: ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი
დიმიტრი უზნაძის 51, თბილისი

ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია სამედიცინო და არამარტო ამ დარგის ნიმუშები, რომელთაგან ყველაზე ძველი მოიცავს 16 მლნ წლის წინანდელ არტეფაქტს.

მუდმივი საგამოფენო მასალა დაკომპლექტებულია ძვ.წ XIII საუკუნიდან მე- 20 საუკუნის მიჯნამდე დათარიღებული საექსპოზიციო ნიმუშებით.

მუზეუმში ვიზიტის დროს კი თქვენ დაათვალიერებთ 330- მდე სახეობის ექსპონატს:

ქართველი ხალხის მიერ ათასწლეულების წინ შექმნილ უნიკალურ არქეოლოგიურ არტეფაქტებს.

  • მასალებს მედეას ეპოქისა და კოლხურ-იბერიული მედიცინის შესახებ.
  • ქართულ სამედიცინო ხელნაწერებს.
  • საუკუნეების წინ ტრეპანირებულ ხელოვნურად და ბუნებრივად დეფორმირებულ, ბრძოლაში დაზიანებულ თავის ქალებს;
  • უძველეს სამედიცინო იარაღებს და აპარატურას.

სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა / 11:00- 18:00