

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი ქ. ბათუმში 2001 წელს დაარსდა, ხოლო 2021 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია.
ილია ჭავჭავაძე საქართველოს კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადო-პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. იგი ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო.
მუზეუმის ექსპოზიცია ასახავს ილია ჭავჭავაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას და მის მნიშვნელოვან როლს აჭარის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მუზეუმში წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა პირადი ნივთები, ფოტომასალა, ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები, აგრეთვე ყოფისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ექსპონატები, რომლებიც XIX საუკუნის ისტორიულ-კულტურულ გარემოს წარმოაჩენს.
საკონტაქტო ნომერი: 577 003 842
სამუშაო საათები: ორშ-კვირა 10:00-18:00