

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 10:00 - დან 19:00 - ის ჩათვლით
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 2018 წელს გაიხსნა და მასში წარმოდგენილია ბოლო 80 წლის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული ხელოვნება.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია გია ჯოხთაბერიძისა და მანანა შევარდნაძის ოჯახის კერძო კოლექცია, რომელიც 100-მდე მხატვრის 3500-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო კოლექციაა.
მუზეუმის სამ სართულზე განლაგებულია ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკებები, ნახატი ობიექტები და სხვ. ქრონოლოგიური პრინციპით მუზეუმი გვიამბობს ისტორიული მოვლენების შესახებ -სოციალისტური რეალიზმი, დათბობის პერიოდი, საბჭოთა კავშირის დაშლა, ცივი ომი, სამოქალაქო ომი და დამოუკიდებელი საქართველო. შენობაში განთავსებულია მუზეუმის მაღაზია, Café Museum და Arthouse მულტიფუნქციური სივრცე რესტორნებით, ლაუნჯით, სავარჯიშო დარბაზითა და ღია აუზით.