

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წლის 17 მაისს გაიხსნა. იგი სწორედ იმ შენობაში განთავსდა, სადაც XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაახლოებით 1917 წლამდე მდებარეობდა „ძმები ნობელების სახელობის ნავთობსამრეწველო ამხანაგობის“ სამუშაო ოფისი, იგივე „ბათუმის კანტორა“.
მუზეუმი ასახავს იმ ტექნიკურ მიღწევებს, როდესაც ბათუმი ჩამოყალიბდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ წამყვან ნავთობის გადაზიდვისა და სავაჭრო ცენტრად XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში, რამაც განაპირობა შემდგომ წლებში რეგიონის ინდუსტრიული განვითარება - ჩაის, თამბაქოსა და ღვინის კულტურის წარმოებით.
საკონტაქტო ნომერი: 577 550 332
სამუშაო საათები: ორშ-კვირა 10:00-18:00