event-image
event-image

ნიაზ დიასამიძე & 33ა

აირჩიე ბილეთი
სტანდარტი60 ₾
VIP90 ₾
ორგანიზატორი: Mono Hall
ორშ, 3 მარ, 21:00
MonoHall

3 მარტს - დედის დღეს - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსის - ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტს ვუმასპინძლებთ Mono Hall-ში  ✨ გელოდებით ყველას, ვისაც ჭეშმარიტად ქართული მუსიკა გიყვართ.


ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.

 

მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

 

პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ  თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.

 

------
21:00 - კარის გახსნა


23:00 - ნიაზ დიასამიძე & 33ა (კონცერტის დასაწყისი)
------

 

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

 


 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 577 777 949

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება