ყველა ბილეთი გაყიდულია
22 ნოემბერს - Mono Hall თბილისის სცენაზე - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გრემის ნომინანტი ამერიკელი რეპერი - Desiigner წარსდგება მსმენელის წინაშე. გემოვნებიანი მუსიკალური სელექციით, საღამოს ტატო რუსია განაგრძობს.
ჩიკაგო Trap მუსიკისა და თავისი სახასიათო სტილის შერყმით, ბრუკლინში დაფუძნებულმა, ამერიკელმა რეპერმა - Desiigner, თავის კარიერაში უდიდესი გარღვევა მოახდინა, 2015 წელს გამოშვებული სინგლით «Panda», რომელმაც ამერიკული ჩარტში Billboard Hot 100 პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნული სინგლი, ასევე ნომინირებული იყო გრემიზეც. მალევე რეპერმა, კონტრაქტი გააფორმა, Kanye West-ის ხმის ჩამწერ სტუდიასთან და ლეიბლთან - Good Music. ხოლო მისი პირველი რელიზი, სახელწოდებით L.O.D., 2018 წელს გამოიცა.
Desiigner-მა სადებიუტო მონაწილეობა, 2014 წელს მიიღო, ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტების: Phresher და Rowdy Rebel-ის სინგლში - "Danny Devito." მოგვიანებით კი, 2015 წელს, რეპერმა გამოსცა მის კარიერაში, ყველაზე მნიშვნელოვანი სინგლი «Panda». რომელმაც ამერიკელი რეპერის Kanye West-ის ყურადღება მიიქცია და იმდენად მოეწონა, რომ აღნიშნული სინგლიდან სემპლი, საკუთარ ალბომში «The Life of Pablo» გამოიყენა. მოგვიანებით კი, Desiigner-მა კონტრაქტი Kanye West-ის ხმის ჩამწერ სტუდიასთან გააფორმა და 2016 წლის დასაწყისში «Panda» დამოუკიდებელ სინგლად გამოიცა, რომელმაც სულ რამდენიმე თვეში, ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
------
23:00 - Tato Rusia
01:00 - Desiigner
02:30 - Tato Rusia
------
ასაკობრივი შეზღუდვა 16+