7 მარტს - Mono Hall-ში - Boom Boom Booking Agency-სა და Mono Hall-ის ორგანიზებით, ტექნოს დედოფლად აღიარებული არტისტი ნეაპოლიდან - Deborah De Luca დაუკრავს. მასთან ერთად სცენას, ლოკალური სცენისთვის უკვე კარგად ნაცნობი არტისტები: BREATHDUB და Le Violet aka. Anna Sue დაიკავებენ.
შეუძლებელია ვისაუბროთ ელექტრონულ მუსიკაზე და არ ვახსენოთ Deborah De Luca. იტალიელი არტისტი, რომელიც თავისი მომნუსხველი მანერებითა და ტექნიკური ნიუანსებით, ყოველთვის აჯადოვებს მსმენელს. Deborah De Luca ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ტექნო მუსიკის სცენაზე და ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული საკლუბო თუ საფესტივალო ღონისძიებების მუდმივი ჰედლაინერია.
ბევრი მას ნეაპოლის დედოფალსაც უწოდებს, მისი ქარიზმატული დაკვრის მანერის გამო, რასაც მსმენელთან ყოველი შეხვედრისას ავლენს. Deborah De Luca პრაქტიკულად ყოველკვირეულად მოგზაურობს კონტიტენტიდან კონტინენტზე და უკრავს მსოფლიოს ყველაზე პრესიჟულ ღონისძიებებზე და რადიო შოუებში, რითიც დაუვიწყარ მოგონებებს ჩუქნის მსმენელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Deborah De Luca-მ უკვე დატოვა თავისი წარუშლელი კვალი, ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება