event-image
event-image

Stephan Bodzin Live

აირჩიე ბილეთი
საერთო სივრცე70 ₾
VIP100 ₾
ორგანიზატორი: Mono Hall
პარ, 7 თებ, 23:59
MonoHall

7 თებერვალს - Mono Hall-ში - Boom Boom Booking Agency-სა და Mono Hall-ის ორგანიზებით, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული გერმანელი პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი - STEPHAN BODZIN დაუკრავს. მას მასპინძლობას, ლოკალური სცენისთვის უკვე კარგად ნაცნობი არტისტები: Jino Dollini და Amesens გაუწევენ.

 

STEPHAN BODZIN – „მელოდიური ადამიანი“, როგორც თავის თავს არტისტი უწოდებს, ბრემენელი მუსიკოსია. მისი შემოქმედება, 2007 წლიდან იღებს სათავეს. უკვე ათეული წლებია, STEPHAN BODZIN მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს გავლენას ახდენს ელეტქრონული მუსიკის სცენის ჩამოყალიბებაში. მის კოლაბორაციებს Oliver Huntemann-თან და Marc Romboy-სთან ელექტრონულ მუსიკაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, საუკუნის კოლაბორაციებადაც კი მოიხსენიებენ.
 


,,ჩემი რელიზებითა და კოლაბორაციებით შევძელი ჩემი იდეების განხორციელება და განვავითარე ჩემი სტილი" - განმარტავს არტისტი. მან ეს 2007 წლის ალბომით "Liebe ist..."-ით ეს ნამდვილად დაამტკიცა. მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა კარგად ჩანს 2014 წლის ტრეკში "Sungam", რომელიც Resident Advisor-ის ჩარტებში დიდი ხნის მანძილზე მოწინავე პოზიციებს იკავებდა.

 

STEPHAN BODZIN-ის უნიკალური მუსიკალური ხელწერა, არ ჰგავს არაფერს, რაც აქამდე მოგისმენია. სპეციალურად მისთვის შექმნილი კონტროლერებისა და Moog-ის ბრენდის ნახევრად მოდულარული სინთეზატორის გამოყენებით, მისი ლაივ პერფორმანსი, მუსიკალური ჟღერადობების წიაღში, უსასრულო მოგზაურობას ჰგავს.


 
STEPHAN BODZIN-ის ცნობადობასა და კარიერულ წინსვლას ხელი საკუთარი ლეიბლის "Herzblut"-ის შექმნამაც შეუწყო, როცა მის ლეიბლთან თანამშრომლობა ისეთმა არტისტებმა დაიწყეს, როგორიცაა: Max Cooper, Dominik Eulberg და Pig&Dan. საკლუბო ღამეებზე STEPHAN BODZIN ლაივ დიჯეი სეტებით, ნამდვილად თავბრუდამხვევ და ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც საცეკვაო სცენისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და შეხედულებებს პროფესიონალურად უმკლავდება. იგი ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი, სწორედ ამიტომ, STEPHAN BODZIN სისტემატიურად არის პლანეტის ყველაზე მასშტაბური ფესტივალების ჰედლაინერი.

 

------
23:59 – The Doors Open
00:00 – Jino Dollini
03:00 – Stephan Bodzin
05:00 – Amesens
------

 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება