Ajax Loader
Geo
x
ბილეთების ყიდვა უფრო მოსახერხებელია აპლიკაციით
მენიუ

25.12 food4.ge • Masterclass

Radisson / რედისონი

კულინარიული პალტფორმა food4.ge 25 დეკემბერს გეპატიჟებათ საახალწლო მასტერკლასზე სასტუმრო რედისონში. ღონისძიებაზე ასორტის მთავარი კონდიტერი გასწავლით კრემის მომზადებას და გააფორმებს მარია ანტუანეტას ტორტს. სტუმრები იქნებიან მხოლოდ მაყურებლის როლში და მათ არაფრის გაკეთება არ ევალებათ. ყველა სტუმარს სკამზე დახვდებათ სასაჩუქრე ჩანთები, რომელიც სავსე იქნება food4.ge პარტნიორი ბრენდების პროდუქციით.

მასტერკლასის დასრულების შემდეგ ცოცხალი მუსიკის ფონზე გაიმართება მიღება და გათამაშდება დამატებითი საჩუქრები. მასტერკლასზე დასასწრებად აუცილებელია თან იქონიოთ ორმაგი აცრის დამადასტურებელი საბუთი (შესაძლებელია ფოტო ტელეფონში) ან თუ ჯერ არ ხართ აცრილი, ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი, ან ბოლო 2 თვის განმავლობაში გადატანილი კოვიდ ვირუსის დამადასტურებელი საბუთი.

დრეს კოდი - თავისუფალი

თარიღი
შაბათი, 25 დეკემბერი
17:00
150 ₾

მსგავსი ღონისძიებები

25.12 food4.ge
Radisson / რედისონი