ყველა ბილეთი გაყიდულია
სპექტაკლის შესახებ:
ინგლისელი ავტორის რეი კუნის პიესის „ცუდი ბიჭები“ მოქმედება ლონდონში, ტომას კერვუდის ოჯახში ვითარდება. წარმოიდგინეთ რომ, თქვენს სახლში ორი არალეგალი ემიგრანტი, კონტრაბანდით სავსე ყუთები, მორგიდან წამოღებული გვამი და რუსული მაფიის ლიდერი იმალება . ამ ყველაფერს თქვენ მალავთ და თქვენმა ცოლმა არაფერი არ უნდა იეჭვოს, თანაც სულ მალე სოციალური აგენტი უნდა მოვიდეს, რადგან ბავშვის შვილად აყვანას აპირებთ და თქვენი ოჯახი იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს. მაგრამ თქვენი მეუღლის ძმები ჰარი და დიკი სულ თავდაყირა აყენებენ თქვენს გეგმებს. ეს არის შავი იუმორით გაჯერებული ოჯახური ისტორია, ცოლ-ქმარზე, ძმებზე, ცოცხლებსა და მიცვალებულებზე და კიდევ იმაზე რაც აზრდაც არ მოგივათ.