Ajax Loader
Geo

ლექსო არ დაიკარგები - ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო • ლექსო, არ დაიკარგები

რუსთაველის თეატრის დიდი სცენა F

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო ,,ლექსო, არ დაიკარგები" კვლავ აღსდგა 2008 წელს და იმართება ყოველწლიურად;

2018 წელი საიუბილეოა - საღამოს განახლებიდან 10 წლისთავი.

ღონისძოიების ყოველწლიური, აპრობირებული ფორმატი, წელს მეტად მასშტაბურ სახეს მიიღებს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მელექსეების (ავტორმთქმელების) ხალხური სიმღერისა და ცეკვის ავთენტური შემსრულებლების გვერდით, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოაჩენენ თავიანთი ეთნოსისათვის დამახასიათებელი ხალხური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს.

პროექტის მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების ფოლკლორული საღამოების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება.

1979 წლის 14 აპრილს გაიმართა ხალხური პოეზიის პირველი საღამო ,,ლექსო, ნუ დაიკარგები", რომელსაც უძღვებოდნენ ვახუშტი კოტეტიშვილი და ალექსი ჭინჭარაული, ხოლო საღამოს ჩატარების მთავარი ინიციატორი, ინსპირატორი და სულის ჩამდგმელი გახლდათ ცნობილი ქართველი მხატვარი თენგიზ მირზაშვილი.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ათწლეულების შემდეგ დიდი ძალისხმევით აღადგინა ეს უმნიშვნელოვანესი ტრადიცია. ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

საღამო გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში

დასაწყისი:19:00 საათზე

Vakhushti Kotetishvili folk poetry evening “Verse is not lost”

Vakhushti Kotetishvili evening of oral folklore “Verse is not lost” will be held at the Grand Hall of Rustaveli Drama Theatre at 19:00 on 15 th of October; individual and group performers: poets, masters, singers, dancers, of humour from all parts of Georgia will participate in the Evening. Folklorists Eter Tataraidze and Amiran Arabuli will be presenters of the evening. The event, organized by the State Folklore Centre, will be held with the support of the Georgian Ministry of Education, Science, Culture and Sport.

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
  • კანდელაკის #3 UniPAY
  • ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
  • წერეთლის #77ა UniPAY
  • მეტრო ნაძალადევთან UniPAY

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
  • 26 მაისის #25 UniPAY

გორი

  • სტალინის #10 UniPAY

რუსთავი

  • მეგობრობის #2 UniPAY

ქუთაისი

  • ჭავჭავაძის #37 UniPAY

ქობულეთი

  • აღმაშენებლის #264 UniPAY

ზუგდიდი

  • გამსახურდიას #8 UniPAY