Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

გარბენი უკრაინისთვის • ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება უკრაინისთვის

შეკრება, თბილისში სასტუმრო Radisson Blu Iveria-სთან

გარბენში მონაწილეობისთვის საჭიროა:

1. biletebi.ge -ზე გარბენის ბილეთის შეძენა (30 ლარი)

2. რეგისტრაციის გავლა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის საიტზე.

გარბენიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ომით დაზარალებულ უკრაინელებს. ღონისძიებაში მონაწილეობას 2000- 5000 ადამიანი მიიღებს. გარბენი ჩატარდება თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტას მიმდებარედ.

ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია. ავტობუსები თბილისიდან, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ს მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ და სპორტული ღონისძიების დასრულების შემდეგ უკან დაბრუნდებიან.

სასტუმრო Radisson Blu Iveria-სთან შეკრების დრო 09;30

გარბენში მონაწილეები ადგილზე მიიღებენ მაისურებს უკრაინული სიმბოლიკით.

დისტანცია 10 კმ.

გამოვლინდება 2 გამარჯვებული ქალებსა და მამაკაცებს შორის.

ადგილზე გარბენის გარდა გაიმართება სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიება. მოეწყობა უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ასევე იმუშავებს საკვები სივრცე.

გარბენში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ომის გამო საქართველოში დროებით იმყოფებიან, ასევე ცნობილი ქართველი სპორტსმენები.

შეკითვების შემთხვევაში დაუკავშირდით: +995557424005 -ანა ჯოგლიძეს ან 591 44 41 41 -მარიამ ჩუბინიძეს

უკრაინის მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გარბენში მონაწილეობის მიღებას, საჭიროა მხოლოდ გაიარონ რეგისტრაციის მეორე ეტაპი, სადაც უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი და რაც მთავარია გარბენის დღეს თან იქონიონ პასპორტი.


“Run for Ukraine” – the largest charity sport event to support Ukraine will take place on 5 th of June in Kakheti, Georgia

Participants should:

1. Buy a ticket on biletebi.ge (30 GEL)

2. Register on the web-page of the International Foundation of Sport, Tourism and Youth ( https://styfund.com/ )

All entry fees and donations will be forwarded entirely to the Ukrainian families affected by war. We expect around 2000-5000 participants at the event.

The race will be organized in Telavi Municipality, near Lopota. Transportation will be ensured to and from the event location. (The busses will depart from Tbilisi nearby Radisson Blu Iveria)

The participants will receive T-shirts with Ukrainian symbols on the sport.

The race distance is 10km.

The race will have 2 winners – one female and one male.

Apart from the race, there will be various entertainments on the sport. Exhibition and selling of handicrafts of Ukrainian children, as well as food spaces will be also arranged on the spot.

Contacts: +995557424005 - Ann ana Joglidze or 591 44 41 41 -Mariam Chubinidze
თარიღი
კვირა, 05 ივნისი
09:30
30 ₾-დან

მსგავსი ღონისძიებები

გარბენი უკრაინისთვის
შეკრება, თბილისში სასტუმრო Radisson Blu Iveria-სთან