event-image
event-image

&ME-Keinemusik

აირჩიე ბილეთი
Regular Ticket200 ₾
Terrace Ticket300 ₾
Backstage Ticket350 ₾
ორგანიზატორი: Redium
პარ, 9 მაი, 21:00
კუს ტბა

9 მაისს - რედიუმი იწყებს მასშტაბური და დაუვიწყარი მუსიკალური თავგადასავლების სერიას და პირველად საქართველოში - თბილისში კუს ტბაზე წარმოგიდგენთ - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გერმანული მუსიკალური ლეიბლის - keinemusik-ის საღამოს, სადაც ამავე მუსიკალური კოლექტივის წევრი - &ME დაუკრავს.

 


&ME - ტექნო და ჰაუს მუსიკის სამყაროში უცაბედად გამოჩნდა, რაც მისი მუსიკისადმი ძლიერი სიყვარულისა და ინტერესის დამსახურებაა. კარიერის მანძილზე, თავისი უნიკალური სტილითა და განსხვავებული ხედვებით, &ME -მ მნიშველოვანი ფუნდამენტი მოამზადა, იმისათვის რათა მას ვუწოდოთ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და დახვეწილი დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი.

 

 

ზემოთხსენებული ფუნდამენტი კი მოიცავს, უამრავ სოლო რელიზებს, რემიქსებს, პროექტებსა თუ ერთობლივ ნამუშევრებს, რომელთა ჩამონათვალი ნამდვილად შთამბეჭდავია.

 

მსოფლიოში, არც ისე ბევრი არტისტი შეგხვდებათ, რომელსაც იმდენი და იმ დონის მუსიკალური ნამუშევრები აქვს შექმნილი, რამდენიც &ME-მ შექმნა ბოლო წლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნამუშევრები, გერმანულ ლეიბლზე - keinemusik, სადაც იგი ამავე სახელწოდების მუსიკალური კოლექტივის წევრიც არის, ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან: Rampa, Adam Port, Reznik და გრაფიკული დიზაინერი და ფოტოგრაფი Monja Gentschow.

 

ეს უკანასკნელი სწორედ ის არტისტია, ვინც &ME-ს და დანარჩენ მუსიკოსებს დაეხმარა, ზემოთხსენებული ლეიბლის შექმნაში, 2009 წელს. ასევე აღსანიშნავია, &ME -ს რემიქსი Guy Gerber-ის ტრეკზე “What To Do”. &ME -ს ყველა ჰიტი, დაკრული აქვს, მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ დიჯეებს, მთელი პლანეტის მასშტაბით, რაც მისი პოპულარობის მიზეზს, სრულიად ცხადყოფს.

 

&ME -ს უსაზღვრო წარმატება, მისმა თვითდისციპლინამ, შინაგანმა სიმსუბუქემა და საკუთარ თავზე მუშაობამაც განაპირობა. ინოვაციური მიგნებებისა და მასიური ჟღერადობების შერწყმის უნარი, აქცევს &ME -ს ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მნიშვნელოვან ფიგურად, მსოფლიო ელექტრონული მუსიკის სცენაზე.

 

აქვე ცოტა რამ - Keinemusik-ზეც:

 

Keinemusik - ბერლინში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის ლეიბლი და მუსიკალური კოლექტივია, რომელიც Rampa, Adam Port, Reznik, &ME-მ და Monja Gentschow-მ შექმნეს. ლეიბლზე 60-ზე მეტი რელიზია გამოქვეყნებული და მათი ძირითადი მიმართულება, ჰაუს და ტექნო მუსიკის ჟანრებია. აღნიშნული კოლექტივი და მისი წევრები, უსაზღვროდ პოპულარულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ყოველი მათი ღონისძიება, დაუვიწყარი და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია.



 

Regular Tickets:

 

early bird 140 ლ (SOLD OUT)


I კალათა: 150₾ (SOLD OUT)


II კალათა: 175ლ (SOLD OUT)


III კალათა: 200ლ

 

Terrace Tickets:

 

I კალათა: 250ლ (SOLD OUT)


II კალათა: 300ლ

 


Backstage Tickets:

 

I კალათა: 300ლ  (SOLD OUT)

 

II კალათა: 350ლ

 

 

კარის გაღების დრო: 21:00

 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

 

‼️ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კარზე იმოქმედებს მკაცრი ფეის კონტროლი. ბილეთის ქონის მიუხედავად კი ორგანიზატორი უფლებას იტოვებს, არ შემოუშვას სტუმარი.

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება