event-image
event-image

კრეიცერის სონატა

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: მარჯანიშვილის თეატრი
მარჯანიშვილის თეატრი
ენა:ქართული
ავტორი: ლევან წულაძე, თემო კუპრავა
რეჟისორი: ლევან წულაძე, თემო კუპრავა
ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე
კომპოზიტორი: ზურაბ გაგლოშვილი
მხატვარი: ნინო სურგულაძე
რეჟ. ასისტენტი: ნინო ჟორჟოლიანი
მთავარ როლებში: ნიკოლოზ კუჭავა, ლელა მებურიშვილი, მანანა კოზაკოვა-წულაძე
როლებში: ქეთევან ცხაკაია, ბესიკ ბარათაშვილი, გიორგი (ჯაბა) კილაძე, მარიამ ცქიფურიშვილი

ლევ ტოლსტოის მიხედვით

ინსცენირების ავტორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა

მონაწილეობენ: ნიკოლოზ კუჭავა, ლელა მებურიშვილი, მანანა კოზაკოვა-წულაძე, ქეთევან ცხაკაია, ბესიკ ბარათაშვილი, გიორგი (ჯაბა) კილაძე, ანა სანაია.

 

...რატომ ქორწინდება მამაკაცი ქალზე, სიყვარულის გამო. შეხვდება ქალს,რომელიც მოეწონება და გადაწყვეტს,რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია.მხოლოდ მისთვის არის შექმნილი და მხოლოდ მას უნდა ეკუთვნოდეს უკუნითი უკუნითამდე .სინამდვილეში კი შესაძლებელია მას უბრალოდ დეკოლტე მოეწონა, ან კაბა, რომელიც განსაკუთრებულად უხდებოდა, ჟორსე, ან თმა რომელსაც ნიავი იმ წუთას ძალიან ლამაზად არხევდა. მას აღეძრა ბუნებრივი სურვილი მასთან ყოფნის, მისი ნახვის, მთელი ცხოვრების მასთან ერთად გატარების .ალბათ ქალსაც იგივე დაემართა და მათ შექმნეს ოჯახი. მიზანი მიღწეულია, სურვილი დაკმაყოფილებული და უცებ ირკვევა,რომ მათ არაფერი არ აკავშირებთ ერთმანეთთან გარდა ცხოველური ფიზიკური ლტოლვისა. ორ სამ თვეში ერთმანეთის პირისპირ რჩება ორი ეგოისტი, რომლებსაც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ, სურვილის დაკმაყოფილება და აქ ირკვევა, რომ ოჯახი და ქორწინება ერთი დიდი საზიზღარი ტყუილია და მეტი არაფერი. ისინი ატყუებენ სხვასაც და საკუთარ თავსაც. ღალატობენ ერთმანეთს და თუ ღალატობენ ეს კიდე აიტანება და თუ არა, თუ აიძულებენ ერთმანეთს ერთგულება შეინახონ, განშორება სურთ და მიუხედავად ამისა მაინც ერთად არიან, აი მაშინ იწყება ჯოჯოხეთი, ამის გამო ლოთდებიან, თავს იკლავენ, ხოცავენ ერთმანეთს, წამლავენ სხვასაც და საკუთარ თავსაც...