ყველა ბილეთი გაყიდულია
პიესა ეფუძნება დოკუმენტურ მასალას და ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას, 1921 წლის კონსტიტუციის მიღებას, რუსეთის ბოლშევიკური წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში, ქართველთა სამხედრო და იდეოლოგიურ წინააღმდეგობას, იუნკერების ბრძოლას, ვალოდია გოგუაძისა და ნამეტია ბერძენიშვილის ერთობლივ გმირულ ბრძოლას ჯავშანმატარებლით, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობის წევრების ემიგრაციას საზღვარგარეთ.
პიესა შთაგონებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი ქართველების
პატრიოტიზმით, ეროვნული თვითშეგნებით, პოლიტიკური კულტურითა და წინააღმდეგობით მტრისადმი.
ასაკობრივი შეზღუდვა : 12+
ხანგრძლივობა: 1.45წთ