ყველა ბილეთი გაყიდულია
2024 წლის 20 სექტემბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში წარმოგიდგენთ საგუნდო მუსიკის კონცერტს. საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ქორმაისტერ არჩილ უშვერიძის დირიჟორობით შეასრულებს იოსებ კეჭაყმაძის ცნობილ ნაწარმოებებს.