Ajax Loader
Geo

ტარიელ ონაშვილის 70 წლის იუბილე • კახიძის მუსიკალური ცენტრი

კახიძის მუსიკალური ცენტრი

29 აპრილს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი მომღერლის ტარიელ ონაშვილის საიუბილეო კონცერტს.

ტარიელ ონაშვილი გახლდათ სახელგანთქმული ფოლკლორული ანსამბლის „რუსთავი“ სოლისტი. იგი ქართლ-კახური დიალექტის სიმღერების უბადლო და ბრწყინვალე შემსრულებელია, რომელსაც შესრულების უნიკალური მანერა და იმპროვიზციის უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. 1980 წელს, ტარიელ ონაშვილს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, ხოლო 2001 წელს იგი სახელმწიფო პრემიის ლაურეტი გახდა.

1994 წელს, მან თავის ვაჟთან, ოჯახური ტრადიციების გამგრძელებელ კახაბერ ონაშვილთან ერთად დააარსა ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „მძლევარი“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს და თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდა მომღერლების მომავალ თაობებს. გუნდი დიდი წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსაბლ „რუსთავის“ ძველი და ახალი თაობები და ვაჟთა ფოლკლორული გუნდის „მძლევარი“ სხვადასხვა თაობები. მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა მოისმინოს ქართული ხალხური სასიმღერო რეპერტუარის უნიკალური ნიმუშები ამ ჟანრის საუკეთესო შემსრულებლების ინტერპრეტირებით.

 

On 29th of April, Djansug Kakhidze Tbilisi Center for Music & Culture will present the concert celebrating the 70th aaniversary of famous Gerorgian singer Tariel Onashvili.

Tariel Onashvili was the soloist of well-known folk ensemble “Rustavi”. He is a unique and brilliant performer of Kartl-Kakhetian dialect, who has his own unrepeatable manner of singing and unlimited ability of improvisation. In 1980, Tariel Onashvili has been awarded Honored Artist of Georgia and in 2001 he became a Laureate of Georgian State Prize.

In 1994, together with his son Kakhaber, the follower of family singing traditions, also the member of ensemble “Rustavi”, he founded boy’s folk choir “Mdzlevari”. He is an artistic leader of this ensemble till present and shares his knowledge and experience to young generations of singers. The choir has very successful carrier in Georgia and abroad.

The participants of tribute concert will be old and young generations of ensemble “Rustavi” and all generations of boy’s folk choir “Mdzlevari”. The audience have possibility to hear unique patterns of Georgian folk repertoire by interpretation of the best performers of this genre.

თარიღი
ფასები
კვირა, 29 აპრილი
19:00
10 ₾-დან

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
  • კანდელაკის #3 UniPAY
  • ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
  • წერეთლის #77ა UniPAY
  • მეტრო ნაძალადევთან UniPAY

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
  • 26 მაისის #25 UniPAY

გორი

  • სტალინის #10 UniPAY

რუსთავი

  • მეგობრობის #2 UniPAY

ქუთაისი

  • ჭავჭავაძის #37 UniPAY

ქობულეთი

  • აღმაშენებლის #264 UniPAY

ზუგდიდი

  • გამსახურდიას #8 UniPAY

მსგავსი ღონისძიებები

ტარიელ ონაშვილის 70 წლის იუბილე
კახიძის მუსიკალური ცენტრი
The Swingles და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
კახიძის მუსიკალური ცენტრი
მაია ბარათაშვილი - 25 წელი სცენაზე
კახიძის მუსიკალური ცენტრი