Ajax Loader
Geo

ჯანსუღ კახიძის სიმღერები • კახიძის მუსიკალური ცენტრი

კახიძის მუსიკალური ცენტრი

7 მარტს, ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტების სერიის ფარგლებში, ჩატარდება ჯანსუღ კახიძის სიმღერების საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“ და ეკა მამალაძე.

7 მარტი ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღეა და ამ თარიღს თბილისის მუსიკალურ- კულტურული ცენტრი ყოველთვის განსაკუთრებული საკონცერტო პროგრამით აღნიშნავს.

წელს, ეს კონცერტი გახსნის ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტების სერიას, რომლითაც იგი პატივს მიაგებს მამამისის ხსოვნას და წარმოაჩენს თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს.

ამ კონცერტში ვახტანგ კახიძე წარსდგება როგორც დირიჟორი, პიანისტი, მომღერალი და სიმღერების საორკესტრო არანჟირებების ავტორი. მისი შემოქმედებითი თანამშრომლობა მამამისთან ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან დაიწყო სიმღერა მამასთან ერთად და ასევე ასრულებდა საფორტეპიანო პარტიას სიმღერების აუდიო ჩანაწერების შექმნისას. ეს თანამშრომლობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდებოდა და 1990-იან წლებში ვახტანგმა ჯანსუღის რამდენიმე სიმღერის საორკესტრო არანჟირებაც განახორციელა კონცერტისთვის „პირველად იყო სიმღერა“.

მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი ყოველთვის ცდილობდა მისი სასიმღერო შემოქმედების სრულყოფილად წარმოჩენას და სწორედ ამ მიზნით 2000-იანი წლების დასაწყისში მან გამოსცა ორ კომპაქტ-დისკიანი აუდიო ალბომი, ხოლო 2016 წელს კი შექმნა ახალი საკონცერტო პროექტი „ჯანსუღ კახიძის სიმღერები“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და წარმოადგენს ჯანსუღ კახიძის საკომპოზიტორო მემკვიდრეობის საუკეთესო დემონსტრირებას.

On 7 th of March, in the frames of Vakhtang Kakhidze Jubilee Concert-series, will be held an evening of songs by Djansug Kakhidze with participation of Tbilisi Symphony Orchestra, Ensemble “Rustavi” and Eka Mamaladze.

7 th of March is a date of Djansug Kakhidze’s death that is always celebrated by Tbilisi Center for Music & Culture with special concert program. This year, this concert will be the opening of Vakhtang Kakhidze Jubilee Concert-series in which he will honor the memory of his father and shows one of the important fields of his diverse creative activities.

In this concert Vakhtang Kakhidze will be presented as conductor, pianist, singer and author of orchestral arrangements. His creative collaboration with his father started in the year of 17, when he was singing and playing piano during the audio recordings of Djansugs’ songs.

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
  • კანდელაკის #3 UniPAY
  • ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
  • წერეთლის #77ა UniPAY
  • მეტრო ნაძალადევთან UniPAY

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
  • 26 მაისის #25 UniPAY

გორი

  • სტალინის #10 UniPAY

რუსთავი

  • მეგობრობის #2 UniPAY

ქუთაისი

  • ჭავჭავაძის #37 UniPAY

ქობულეთი

  • აღმაშენებლის #264 UniPAY

ზუგდიდი

  • გამსახურდიას #8 UniPAY

მსგავსი ღონისძიებები

25.03 ქართული კამერული მუსიკის პანორამა
კახიძის მუსიკალური ცენტრი
დოვინ-დოვენ-დოვლი..
თბილისის თანამედროვე ბალეტი
Sounds of Georgia
#soundsofgeorgia
ჩხიკვთა ქორწილი
მოზარდ მაყურებელთა თეატრი
03.04 კამერული მუსიკის კონცერტი
კახიძის მუსიკალური ცენტრი
07.04 ვოკალური მუსიკის კონცერტი
კახიძის მუსიკალური ცენტრი