Ajax Loader
Geo

27.09. ქართული ფოლკლორის საღამო • კახიძის მუსიკალური ცენტრი

კახიძის მუსიკალური ცენტრი

ტრადიციისამებრ, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "შემოდგომის თბილისი" ერთ-ერთი საღამო ქართულ ფოლკლორს ეთმობა. წელს მაყურებლის წინაშე წარსდგება ანსამბლი "შავნაბადა".

ანსამბლი ,,შავნაბადა” 2005 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები ანსამბლების “მართვესა” და “ბიჭების” აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს, ქართულ ხალხურ სასიმღერო, ინსტრუმენტულ და საეკლესიო მუსიკას. ანსამბლი მუდმივად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მართავს კონცერტებს, ატარებს ქართული სიმღერა-გალობის მასტერკლასებს, ლექცია-კონცერტებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფესტივალში. ,,შავნაბადას” საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის კონცერტები 30-მდე ქალაქში აქვს ჩატარებული. არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხა მედია საშუალების ყურადღების ქვეშ, მათ შორის იყო “BBC”-ს არა-ერთ გადაცემაში, სადაც წარმოადგინა ეროვნული კულტურა.

“შავნაბადამ” წარმატებით ითანამშრომლა მსოფლიოში გამოჩენილ მსახიობებთან და მუსიკოსებთან ერთობლივ პროექტებში: რიშარ გალიანო, უეჰარა ჰირომი, რალფ ფაინსი, სარა კობამა, ჯენი სმიტი და ა.შ. ასევე წარმატებით ითანამშრომლა ქართულ-კორსიკული ექსპერიმენტული მუსიკის შემქნაში მარსელის, ლიონისა და კორსიკის სახელმწიფო ანსმაბლებთან ერთად. 2016 წელს ანსამბლი მიწვეული იყო მსოფლიოში ცნობილ დარბაზში, ლაიპციგის ,,გევანდჰაუსში” სადაც წარმატებით ჩაატარა რამდენიმე კონცერტი, რომელიც გადაიცემოდა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.

ანსამბლ “შავნაბადას” მიერ საქართველოში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად აღდგენილია არაერთი მუსიკალური ნიმუში. ექსპედიციებისა და პუბლიცისტური სამუშაოების შედეგად გამოცემული აქვს ბიოგრაფიული წიგნები, სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერის აუდიო ალბომები და აქტიურად მუშაობს ქართული გალობა-სიმღერის რაიონული სკოლების დაარსებაში.

 

 

Traditionally, one of the concerts in the frames of International Music Festival “Autumn Tbilisi” is granted to Georgian folk music. This year the audience will meet ensemble ‘’Shavnabada”.
თარიღი
ფასები
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი
19:30
10 ₾-დან

მსგავსი ღონისძიებები