Ajax Loader
Geo

19.10. ქართულ-პოლონური მუსიკალური პროექტი • კახიძის მუსიკალური ცენტრი

კახიძის მუსიკალური ცენტრი

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის `შემოდგომის თბილისი~ დასკვნითი საღამო ქართულ-პოლონურ მუსიკალურ პროექტს დაეთმობა. პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და პოლონეთის ქალაქ ელბლაგის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება პოლონური თანამედროვე მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 2 კამერული ანსამბლი – ელბლაგის კამერული ორკესტრი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი `საქართველოს სინფონიეტა”. ეს არის მეტად საინტერესო შემოქმედებითი კოოპერაცია, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და ახალგაზრდა მუსიკოსების კრეატიულ თანამშრომლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონცერტის პროგრამა მე-20 საუკუნის მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება, რაც არც თუ ისე ხშირი მოვლენაა საქართველოს მუსიკალურ ყოფაში. კონცერტს უდირიჟორებს პოლონელი დირიჟორი მარეკ მოსი.

The last evening of International Music Festival

“Autumn Tbilisi” presents the joint project of Georgian and Polish musicians.With support of Ministry of Culture and Monument Protection of Poland together and City of Elblag the concert of Polish modern music will be held with participation of 2 chamber ensembles – Elblag Chamber Orchestra and Tbilisi State Chamber Orchestra “Georgian Sinfonietta”.

This is very interesting artistic cooperation, which helps the development of cultural relations between two countries and creative collaboration of young musicians. Especially important is that concert program serves to promotion of 20th century music that is not a frequent phenomenon in musical life of Georgia. The concert will be conducted by Polish conductor Marek Mos.

თარიღი
ფასები
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი
19:30
10 ₾-დან

მსგავსი ღონისძიებები