Ajax Loader
Geo

08.10. საგუნდო მუსიკის კონცერტი • კახიძის მუსიკალური ცენტრი

კახიძის მუსიკალური ცენტრი

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის `შემოდგომის თბილისი~ ფარგლებში ხშირად ეწყობა საგუნდო მუსიკის კონცერტები. წელს, პირველად საქართველოში სცენაზეა მამაკაცთა გუნდი შვედეთიდან ზერო8.

ზერო8 ("ნული რვა") შვედეთის ცნობათა ბოუროს ტელეფონის ნომერი) – შეიქმნა 2007 წელს. მისი ხელმძღვანელია რასმუს კრიგსტრომი. გუნდი შედგება სტოკჰოლმის 20-50 საუკეთესო გუნდის მომღერლისგან. მათი ჯილდოების რიცხვშია საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა ბარბერშოპ გუნდების საერთაშორისო კონკურსში, რიმინის გუნდების საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება. მათ გამოცემული აქვთ რამდენიმე ა კაპელა კომპაქტ დისკი, არიან შვედეთის ნაციონალური ტელევიზიის ხშირი სტუმრები და ამაყად ატარებენ შვედეთის საუკეთესო და ყველაზე ნაყოფიერი მამაკაცთა გუნდის წოდებას. ეს არის გუნდი, რომელიც მუდმივად იღწვის განვითარებისკენ, როგორც პერსონალურად, ასევე ჯგუფურად. ისინი ყოველთვის ცდილობენ წარმოადგინონ მსოფლიო დონის სასიმღერო ტექნიკა და აქციონ თავიანთი გამოსვლები შოუდ. წლების მანძილზე ისინი მღერიან ყველაფერს – როკს, პოპს, შვედურ კლასიკურ საგუნდო მუსიკას, რენესანსის პერიოდისა და ბახის ქმნილებებს. მათ უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ არ არსებობს ჟანრი, რომელსაც ისინი არ იმღერებენ!

ამ უნიკალური გუნდის საქართველოში მოწვევა მოხდა ბიჭუნათა ფოკლორული ანსამბლის `მძლევარი~ დახმარებით. ამ ორ კოლექტივს დიდი ხნის მეგობრობა და შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებთ. კონცერტის სტუმრებს სიურპრიზიც ელით, რომელიც სცენაზე მათ ერთობლივ გამოსვლას ითვალისწინებს.

The program of International Music Festival “Autumn Tbilisi” presents the concerts of choral music quite often. This year the guests of the festival will be men’s choir from Sweden – Zero 8. This is thir first visit to Georgia.

Zero 8 was formed in 2007, directed by Rasmus Krigström. Having merits such as placing Top 5 in the International Barbershop Chorus Competition, winning the Rimini International Choral Competition, having produced several full-length A Capella CD's and being on Swedish National Television multiple times, Zero8 proudly stands out as one of Sweden's best and most versatile male Choir. They always strive to provide world class singing and an engaging showmanship to all their performances. Ever since Zero8 was founded in 2007, they have always had a love for singing barbershop – mostly thanks to their founder and lifelong friend, Doug Harrington who arguably is the single most responsible person to expose Swedish youth to this amazing art form. But barbershop is only one color in the always growing palette of genres they want to sing - through the years they've sung everything from barbershop, rock, pop, classic Swedish men's (and women's) choir, renaissance to Bach. They have simply decided that there is no genre they won't do! The visit of Zero 8 to Georgia became possible with help of Boy’s Choir “Mdzlevari”. 

თარიღი
ფასები
კვირა, 08 ოქტომბერი
19:30
10 ₾-დან

მსგავსი ღონისძიებები