Ajax Loader
Geo

03.10. კამერული მუსიკის კონცერტი • კახიძის მუსიკალური ცენტრი

კახიძის ცენტრის მოხატული დარბაზი

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი `შემოდგომის თბილისი~ ყოველთვის გვთავაზობს კამერული მუსიკის საინტერესო საღამოებს. ამჯერად მაყურებლის წინაშე წარსდგება სახელოვანი ანსამბლი ჰოლანდიიდან `სტორიონი ტრიო~ და ქართველი მევიოლინე ნატო გაბუნია.

 `სტორიონი ტრიო~ გამოდიოდა ვიგმორ ჰოლში, კარნეგი ჰოლში, და ისეთ მუსიკალურ ფესტივალებზე როგორიცაა კუმო, მეკლენბურგი, ოსნაბრუკი და მოსკოვის ფილარმონიის ტრიოების ფესტივალი, მათ ჰქონდათ საგასტროლო ტურნეები ინდოეთში, შუა აზიაში, ავსტრალიაში, ტაივანში, იაპონიასა და აშშ-ში. ანსამბლი გვთავაზობს ნაწარმოებებს საფორტეპიანო ტრიოსთვის, კლასიკური პერიოდიდან დაწყებული თანამედროვე კომპოზიტორთა ქმნილებებით დამთავრებული, `სტორიონი ტრიო~ ნიდერლანდებში ყოველწლიური, ათდღიანი ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია. გასულმა 9 გამოშვებამ უმასპინძლა ისეთ მუსიკოსებს როგორებიც არიან გიდონ კრემერი, ვადიმ რეპინი, ჟან-ივ ტიბოდე, ნელი მირიჩიუ, ნატალია გუტმანი, მიშა მაისკი, სოლ გაბეტა და გიორგ ვიდმანი. ტრიოს წევრები არიან ბარტ ვან დერ როერი – ფორტეპიანო, ვოუტერ ფოსენი – ვიოლინო, მარკ ფოსენი – ჩელო.

კონცერტის პროგრამა მეტად მრავალფეროანია და მოიცავს ჰაიდნის, მენდელსონის, შუმანის, დე ჰარტმანისა და დვორჟაკის კამერული ჟანრის ნაწარმოებებს.

 

International Music Festival “autumn Tbilisi” always presents interesting chamber concert. This year the guests of the festival are “Storioni Trio” from Netherlands and Georgian violinist Natalia Gabunia.

The Storioni Trio has been invited to Wigmore Hall, Carnegie Hall and to festivals such as Kuhmo, Mecklenburg Vorpommern Festival, Osnabrück Kammermusiktage and Trio Festival in the Philharmonie Moscow. Several tours led the trio to India, the Middle East, Australia, Taiwan, Japan and the United States. They offer works for piano trio, ranging from the Classical to the Contemporary composers. The Storioni Trio is Artistic Director of the annual, ten day festival in The Netherlands. Recent 9 editions have welcomed guests such as Gidon Kremer, Vadim Repin, Jean-Yves Thibaudet, Nelly Miriciou, Natalia Gutman, Mischa Maisky, Sol Gabetta and Jörg Widmann. In addition, the Storioni Festival presents at least one yearly commission for a new triple concerto or work for piano trio.

The concert program is very diverse and consist of works by Hayden, Mendelsohn, Schumann, De Hartman and Dvorak.

თარიღი
ფასები
სამშაბათი, 03 ოქტომბერი
19:30
10 ₾

მსგავსი ღონისძიებები