თეატრის ბილეთები ოქროს გასაღების საიდუმლოება
თეატრის ბილეთები ოქროს გასაღების საიდუმლოება

ოქროს გასაღების საიდუმლოება

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
კვი
1 ნოე, 13:00
10 ₾
ორგანიზატორი: ბათუმის თოჯინების თეატრი
ბათუმის თოჯინების თეატრი
ენა:ქართული

სპექტაკლი - ,,ოქროს გასაღების საიდუმლოება”

ა. ტოლსტოის მიხედვით

 

რეჟისორი, ინსცენირების ავტორი - მანანა ხელაია

დამდგმელი მხატვარი - გიორგი გოგიტიძე

კომპოზიტორი - მინდია ხითარიშვილი

ქორეოგრაფი - თამარ ბერიძე

რეჟისორის თანაშემწე - ნინო მუხაშარია

 

მონაწილეობენ:

მარიკა ბულეიშვილი

ვანო მაღლაკელიძე

თედო ტუღუში

ირინე ღლონტი

რევაზ ხოფერია

ქეთევან სამხარაძე

მანანა გოგიტიძე

ირმა მგელაძე

 

ანოტაცია

,,თოჯინური სპექტაკლი „ოქროს გასაღების საიდუმლოება“ შერეული ფორმატის წარმოდგენაა, სადაც მსახიობები სხვადასხვა ტიპის თოჯინებთან ერთად მუშაობენ.

სპექტაკლის სიუჟეტი ბურატინოს საინტერესო და დაუვიწყარ თავგადასავალს მოგვითხრობს.

მამილო კარლოს მყუდრო სახლიდან ბურატინო მოულოდნელობებითა და ფათერაკებით აღსავსე სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ბურატინო ხვდება როგორც ერთგულ მეგობრებს, ისე ცბიერ და ხარბ პერსონაჟებს.

სპექტაკლი შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მეგობრობა, ნდობა, პასუხისმგებლობა და თანადგომა.

ოქროს გასაღები მხოლოდ ზღაპრული საგანი არ არის...

ის იმ სამყაროს სიმბოლოა, სადაც მეფობს მეგობრობა, სიკეთე და სიყვარული, სადაც ყველა განურჩევლად ასაკისა, ფერისა და წარმოშობისა ბედნიერად გრძნობს თავს.”

 

რეკომენდებული ასაკი: 5+