

რეჟისორი-ლაშა შეროზია
პიესის ავტორი-ვალერი ოთხოზორია
დეკორაციოს და კოსტიუმების მხატვარი-თამარ ჭავჭანიძე
მსახიობები: ნინო ლეჟავა; ქრისტინე ბერუაშვილი; მზია მაჩაიძე; კახა ჯოხაძე; ტასო ბაგაური
სპექტაკლი წარმოდგენილია ციფრული თეატრალური ფესტივალის „MOOZ-ART“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზებას უწევს ციფრული თეატრი „ავნევი“.
რეალურ ისტორიებზე შექმნილო პიესა “ხანძარი” რომელშიც ჩვენი უახლესი ისტორიის ტრაგიკულ ამბავს გვიყვება ნელის ოჯახზე, რომელოც კრებსითი სახელია ყველა იმ ქართველისა, რომლებსაც იძულებით დაატოვებინეს საკუთარი სახლი აფხაზეთში და გახდნენ დევნილები საკუთარ ქვეყანაში.
ნელი იბრძვის გადარჩენისთვის, საკუთარი შვილების მომავლისთვის, და ქმრისთვის რომელიც სოხუმში დარჩა, რომლის შესახებ არაფერი იცის. მას სჯერა, რომ ტანჯვა არ ნიშნავს დაცემას, და რომ მისი იმედი შეაძლებინებს იმას, რომ შემდეგ ოდესღაც ისიც დაბრუნდება საკუთარ სახლში.
მაგრამ მოულოდნელად ქმარი ბრუნდება საკუთარ ოჯახში, იმედდაკარგული და დაბნეული.
ჯერი ნელიზეა, ქალზე, რომელსაც ზურგით მოაქვს უახლესი პერიოდოს მძიმე ისტორია და მაომც ომედით, რომ ოდესმე ჩვენ ჩვენივე სახლში დავიძინებთ. მშვიდად.