თეატრის ბილეთები ღამე და თუთიყუში
თეატრის ბილეთები ღამე და თუთიყუში

ღამე და თუთიყუში

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
ოთხ
21 ოქტ, 20:00
14 ₾-დან
ორგანიზატორი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი
მოზარდ მაყურებელთა თეატრი

თამაზ ბაძაღუამ მონოპიესა „ღამე და თუთიყუში“ თითქმის ორმოცი წლის წინ დაწერა. მასში, თითქოს წინასწარ, განჭვრიტა თავისივე თაობის — 20–25 წლის, მარტოდ დარჩენილი, უსაქმო და საკუთარი ადგილის გარეშე — ბიჭების დარდი, ტკივილი და სიგიჟემდე მისვლა.

 

ზუსტად 15 წლის წინ რეჟისორმა დიმიტრი ხვიტისიაშვილმა, მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად, ეს პიესა დადგა. დღეს, 15 წლის შემდეგ, ამ ამბავს უდიდესი თანაგრძნობით აღვსილი ნიკა ფაიქრიძე გვიყვება.

 

მოვლენები გვიჩვენებს, თუ როგორ დაკარგა ადამიანი ადამიანური ღირსება, როგორ უღალატეს მას სხვებმა, თავადაც როგორ უღალატა საკუთარ თავს და როგორ დაეცა იქამდე, რომ ყოველდღე ცდილობს მოკლას „ირთხებად“ ქცეული მტერი. ამ გზით იგი არა მხოლოდ მოგებულ შურს მოღალატე ცოლის მიმართ იძიებს, არამედ ცდილობს საკუთარი ღირსების აღდგენასაც.

 

ასაკობრივი კატეგორია: 17+