

ყველა ბილეთი გაყიდულია
სპექტაკლი ეფუძნება ცნობილ იაპონურ ანიმაციურ ფილმს „Grave of the Fireflies“ („ციცინათელების სასაფლაო“), რომლის ავტორი და რეჟისორია Isao Takahata.
ნაწარმოების სცენური ვერსია ქართულ რეალობასთან არის ადაპტირებული და ასახავს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგებს.
პიესა მოგვითხრობს და-ძმის — დათიკოსა და ტასიკოს — ისტორიას, რომლებიც მშობლების დაკარგვის შემდეგ უმძიმეს სოციალურ პირობებში აღმოჩნდებიან. მათ უწევთ ომისშემდგომ რეალობასთან, შიმშილთან და უსახლკარობასთან ბრძოლა, ადამიანური ღირსებისა და იმედის შესანარჩუნებლად.