თეატრის ბილეთები ერთი ქილა ნატვრა
თეატრის ბილეთები ერთი ქილა ნატვრა

ერთი ქილა ნატვრა

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
პარ
23 ოქტ, 12:00
16 ₾-დან
ორგანიზატორი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი
მოზარდ მაყურებელთა თეატრი

ენა: ქართული

 

ასაკი: 7+

 

ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი

 

რეჟისორი: გიორგი სულთანიშვილი

 

ქორეოგრაფი: ნიკა ნანიტაშვილი

 

ვიდეო ინსტალაციები: ირაკლი ხვთისიაშვილი

 

მხატვარი: ნინო კიტია

 

მუსიკალური გაფორმება: გიორგი სულთანიშვილი

 

რეჟისორის თანაშემწე: ხათუნა საძაგლიშვილი

 

მონაწილეობენ: სოფო ფერაძე, ლალი ღერკენაშილი, გიორგი ჯიქურიძე

 

აღწერა:

„ერთი ქილა ნატვრა“ არის პლასტიკური და მუსიკალური თეატრალური წარმოდგენა, შექმნილი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკის „გლახაკი და ქილა ერბოს“ სიუჟეტურ მოტივებზე. სპექტაკლი ალეგორიული ფორმით გადაიაზრებს კლასიკურ ტექსტს და მას თანამედროვე სცენური ენის საშუალებით აცოცხლებს. სპექტაკლში გამოყენებულია ქართული ტრადიციული მუსიკა, როგორც ხალხური საკრავებით შესრულებული, ასევე სულხან ცინცაძის კომპოზიციები. ვიზუალური სამყარო შთაგონებულია ნიკო ფიროსმანის მხატვრობით და რეალიზებულია ვიდეოინსტალაციების ფორმით. პერსონაჟები იგავ-არაკის სიუჟეტს გვიყვებიან ქორეოგრაფიით, სადაც გამოყენებულია ქართული ტრადიციული ცეკვების ელემენტები. საინტერესოა, რომ მხოლოდ სპექტაკლის სიუჟეტია აგებული ცნობილი იგავ-არაკის მიხედვით, მაგრამ წარმოდგენაში არ არის სულხან საბას ტექსტი, არამედ გამოყენებულია ხალხური პოეზია.

 

ხანგრძლივობა | 50 წუთი