

რეჟისორი - ირაკლი აფაქიძე
მსახიობები - ირაკლი აფაქიძე, გია გოგიშვილი
მხატვარი - ანანო ლიპარტელიანი
პიესის ავტორი - სლავომირ მროჟეკი
ამბავი უცხო ქვეყანაში, დახუთულ სივრცეში გამომწყვდეული, ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის, ორი ემიგრანტის ცხოვრების რამდენიმე საათს ასახავს.
აქ ემიგრაციაში, ისინი ერთ უცნაურ, ტრაგიკულ მთლიანობას წარმოადგენენ.
რა აკავშირებს და რატომ არიან ერთად ადამიანები, რომელთა შორის ღრმა უფსკრულია? რითი სრულდება ეს ფანტასმაგორიული ღამე ჩვენი გმირებისათვის?
ისტორიის გააზრება არა სცენაზე, არამედ მაყურებელთა დარბაზში სრულდება... რა არის არჩევანი - არაადამიანური ცხოვრება სამშობლოში, თუ ,,ადამიანური“ იქ სხვაგან? თუ?..