თეატრის ბილეთები ემიგრანტები
თეატრის ბილეთები ემიგრანტები

ემიგრანტები

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
კვი
4 ოქტ, 20:00
30 ₾-დან
ორგანიზატორი: გრიბოედოვის თეატრი
გრიბოედოვის თეატრი

„ემიგრანტები“

ანოტაცია:

„ადამიანი აბსურდულად ცხოვრობს“, -  წერდა ლეგენდარული პოლონელი დრამატურგი სლავომირ მროჟეკი. მისი პიესა „ემიგრანტები“, რომელიც XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში დაიწერა, საკუთარი ეპოქის განსახიერებად იქცა და დღემდე საოცრად აქტუალურია. ორი ემიგრანტი კამათობს და ერთმანეთს საკუთარ სიმართლეს უმტკიცებს. მათ ყოფს ცნება „თავისიანი - უცხო“, თუმცა მათი პაექრობა სცდება ემიგრანტების პრობლემებს და მარადიულ კითხვებს ეხება: იცხოვრო ისე, როგორც ყველა, თუ ყველაფერში აზრი ეძებო? სიცილი, ცრემლი, სამშობლოს ნოსტალგია, უკეთეს ცხოვრებაზე ოცნება, ირონია და გულწრფელობა – ფინალში ყოველივე ამას გამარჯვებული არ ჰყავს და ვერც ეყოლება. „ვინ ვარ მე ამ სამყაროში? სად არის ჩემი ადგილი?“ - ცხოვრება გვაიძულებს, საკუთარ სინდისთან გარიგებაზე წავიდეთ და პრინციპები დავთმოთ. თუმცა პიესის გმირები ამ კითხვებზე პასუხს თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვენ...

სლავა ნათენაძე

ავტორი:
სლავომირ მროჟეკი

ჟანრი:
კომედია

თარგმანი:
პოლონურიდან თარგმნალეონარდ ბუხოვმა

დამდგმელი/სამხატვრო ხელმძღვანელი:
ავთანდილ ვარსიმაშვილი

რეჟისორი:
სლავა ნათენაძე

მხატვარი:
ნატალია კობახიძე

მუსიკალური გაფორმება:
ელისო ორჯონიკიძე

მსახიობები:
ოლეგ მჭედლიშვილი, დიმიტრი სპორიშევი

პრემიერა:
1 ოქტომბერი, 2022 წელი.