

“ალისფერი იალქნები”
მოთხრობა, რომლის მიხედვითაც სპექტაკლი შეიქმნა, უფრო მოზარდი მაყურებლისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა დამდგმელმა ჯგუფმა ნაწარმოები სპეციალურად პატარა მაყურებლისთვის გადაამუშავა. სპექტაკლის მთავარი სათქმელი ყველასთვის ნაცნობია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის - სასწაულების უნდა გვჯეროდეს. ბავშვები კი სასწაულებს გულწრფელად და მოუთმენლად ელოდებიან. შემთხვევითი არ არის, რომ სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი, რომელიც დარბაზში ყოველთვის ცოცხალ და ემოციურ რეაქციას იწვევს, მთავარი გმირების შეხვედრაა - გრეის გამოჩენა ალისფერი იალქნებით. ალექსანდრ გრინის ცნობილი მოთხრობის მიხედვით განხორციელებული დადგმა ნაწარმოების დაწერიდან 90 წლისთავს მიეძღვნა. პროექტი განხორციელდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსული კლუბის“ მხარდაჭერით.
ავტორი:
ალექსანდრ გრინის მოთხრობის მიხედვით, ერთ მოქმედებად
დადგმა
ავთანდილ ვარსიმაშვილი(საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი)
ვახტანგ ნიკოლავა
პროდიუსერი:
ნიკოლაი სვენტიცკი
მხატვარი:
მირიან შველიძე(საქართველოს სახალხო მხატვარი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი)
ინსცენირებისა და სიმღერების ტექსტების ავტორი:
ანა ნიკოლავა
პრემიერა:
25 დეკემბერი, 2011 წელი
მსახიობები:
მიხეილ არჯევანიძე (მეზღაპრე ეგლი)
კარინა ყენია (მეზღაპრის თანაშემწე მელიუზინა)
ხატია ბერუაშვილი (ასოლი)
ლუკა ჯიშკარიანი (კაპიტანი არტურ გრეი)
არჩილ ბარათაშვილი (ლონგრენი, ასოლის მამა)
ალა მამონტოვა (მერი, ასოლის დედა)
ოლეგ მჭედლიშვილი (მედუქნე მენერსი)
ვასილ გაბაშვილი (პირველი მეთევზე, მეზღვაური ლეტიკა)
დიმიტრი სპორიშევი (მეორე მეთევზე, მეზღვაური)
ნინა ნინიძე (პირველი გამყიდველი აღმოსავლურ დუქანში, ქალაქელი ქალი)
სოფია ლომჯარია (ფონტენი, მოხუცი ასტრიდი, მეორე გამყიდველი აღმოსავლურ დუქანში)
სლავა ნათენაძე (კაპიტანი, მენახშირე)
ნინა კალატოზიშვილი (მეყვავილე, მესამე გამყიდველი აღმოსავლურ დუქანში)