

RKENA ბრუნდება!
17 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გამორჩეული MMA ღონისძიება გაიმართება.
რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ორგანიზაცია RKENA მსოფლიოს წამყვან MMA ორგანიზაციას, PFL-ს უმასპინძლებს.
მსგავსი ფორმატის კოლაბორაცია პირველად შედგება: RKENA-ს 6 მებრძოლი PFL-ის 6 ათლეტს დაუპირისპირდება.
2025 წელს დაარსებულმა RKENA-მ უკვე სამი ღონისძიება წარმატებით ჩაატარა. ორგანიზაცია დღეს 30 ქართველ და უცხოელ მებრძოლს აერთიანებს, მათ შორის არიან ნიკოლოზ აბრამიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ბეკზატ ალმახანი.
PFL (Professional Fighters League) წამყვანი ამერიკული MMA ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა და ისეთ მებრძოლებს უყრის თავს, როგორიცაა ეიჯეი მაქკი, კორი ანდერსონი, კრის საიბორგი.
კარის გახსნა: 15:00
ღონისძიების დაწყება: 16:00
6 წლიდან ყველა ადამიანს სჭირდება ბილეთი. 6 წლამდე ასაკის პირები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან.
18 წლამდე პირები დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვნის თანხლებით.
ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე შშმ პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, ხოლო თანმხლებმა პირმა უნდა შეიძინოს ბილეთი. ბილეთის მისაღებად გამოგვიგზავნე ეტლით სარგებლობის შესაბამისი საბუთი და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მეილზე: [email protected]
აკრძალული ნივთების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://biletebi.ge/static-pages/rkena
Instagram: https://www.instagram.com/rkena.mma/
Facebook: https://www.facebook.com/Rkena.mma
ბილეთები არ ბრუნდება