

აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „ინტეგრა“ გიწვევთ ტრენინგზე - „თვითშემეცნება და ემოციური ცნობიერება“, რომელსაც ლიცენზირებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის აქტიური წევრი, ინტეგრას წყვილების ფსიქოთერაპევტი - თაკო ფაცაცია გაუძღვება.
რამდენად კარგად ვიცნობთ საკუთარ თავს? შეგვიძლია თუ არა გავარჩიოთ, რას ვგრძნობთ, რას ვფიქრობთ და რეალურად რა გვჭირდება? რატომ გვიჭირს ზოგჯერ საკუთარი ემოციების ამოცნობა და რატომ ვიმეორებთ ერთსა და იმავე პატერნებს?
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები პრაქტიკული სავარჯიშოებისა და განხილვის გზით დააკვირდებიან საკუთარ შინაგან გამოცდილებას ემოციებს, ფიქრებს, სხეულის შეგრძნებებსა და იმპულსებს. ყურადღება გამახვილდება თვითდაკვირვებაზე, ემოციური მდგომარეობების ამოცნობასა და დასახელებაზე, განმეორებად პატერნებსა და იმ შინაგან მექანიზმებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს აღქმასა და ქცევაზე.
ტრენინგის მიზანია, მონაწილეებმა უკეთ შეძლონ საკუთარი შინაგანი მდგომარეობების შემჩნევა და გაცნობიერება, განივითარონ ემოციური ცნობიერება და უფრო რეალური კონტაქტი დაამყარონ საკუთარ გამოცდილებასთან არა მხოლოდ რაციონალური გააზრების, არამედ „აქ და ამჟამად“ განცდილის დაკვირვების გზით.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება