

15 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოლოგ, აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ ინტეგრას ფსიქოთერაპევტ ნინო ბუაძესთან თემაზე: „ჩემი შინაგანი და გარეგანი საყრდენები".
შეხვედრაზე ვისაუბრებთ, რას ნიშნავს გარეგანი საყრდენი: ადამიანები, ურთიერთობები, გარემო და გამოცდილებები, რომლებთანაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ და როგორ ყალიბდება შინაგანი საყრდენი, რომელიც გვაძლევს ძალას გავაგრძელოთ მოქმედება მაშინაც კი, როცა გზა ბუნდოვანია ან მხარდაჭერა ნაკლებია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თვითშეფასების, მოტივაციისა და შინაგანი მდგრადობის ურთიერთკავშირს, ასევე იმას, როგორ შეგვიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში შევქმნათ და გავაძლიეროთ როგორც შინაგანი, ისე გარეგანი საყრდენები. შეხვედრა დაგვეხმარება უკეთ დავინახოთ საკუთარი რესურსები და უფრო თავდაჯერებულად გადავდგათ ნაბიჯები ცვლილებისა და განვითარებისკენ.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება